ექთნების უპრეცედენტო გაფიცვა ბრიტანეთში: ღირსეული ხელფასისა და სამუშაო პირობებისთვის

16.12.2022 02:04

ხუთშაბათს, დიდ ბრიტანეთში, ექთნებმა უპრეცედენტო ერთდღიანი გაფიცვა მოაწყვეს, როგორც „უკანასკნელი საშუალება“ ღირსეული ხელფასისა და სამუშაო პირობებისთვის ბრძოლაში. მთელ ბრიტანეთში სამეფო კოლეჯის 100,000-მდე წევრმა შეწყვიტა მუშაობა 8 საათიდან 20 საათამდე მას შემდეგ, მთავრობამ განაცხადა, რომ ხელფასების 19%-იანი მატება შეუძლებელია. გაფიცვა პირველია საექთნო სამეფო კოლეჯის (RCN) გაერთიანების 106-წლიან ისტორიაში. გვიპოვეთ აქ: Facebook:   / mautskebeli.ge   Instagram:   / mautskebeli.  . Twitter:   / mautskebeli   Web: https://www.mautskebeli.ge/

გაზიარება: