NDI კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს
07/27/2017
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, მოსახლეობის თითქმის ნახევარი პასუხობს, “არც ერთი პარტია” ან “არ ვიცი”.
კიდევ ერთ კითხვაზე, აქვს თუ არა გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, მოსახლეობის 62 % ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი.
მოქალაქეთა იმ ნაწილიდან, ვინც რომელიმე კონკრეტულ პარტიას უჭერს მხარს, 23% ირჩევს “ქართულ ოცნებას”, 9% - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 4-4 პროცენტი - “ბაქრაძე, უგულავა - ევროპულ საქართველოსა” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”, 3 % კი - “ლეიბორისტულ პარტიას”აქვს.
შეკითხვები ასევე შეეხებოდა თბილისის მერის და ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” ჩაატარა. გამოკითხვა მოსახლეობაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა. კვლევა საქართველოს მასშტაბით, ივნისის შუა რიცხვებიდან 9 ივლისამდე მიმდინარეობდა. სულ გამოიკითხა 2 261 რესპონდენტი.
დაწვრილებით როგორია კვლევის შედეგები მიშა ფეიქრიშვილი ისაუბრებს #მოამბის პირდაპირ ეთერში.