Black Snow (ბაჩო ბუღაძე) მე შენში მიყვარს შენ

02/15/2013
bubuti1-ის მიერ

Faceboock: http://www.facebook.com/bachonini.bug...
14.02.2013
მე შენში მიყვარს თმები, ნაზი ტალღების მსგავსი,
შენით მე მუდამ ვთბები და ეს არ არის ფარსი,
შენში მიყვარს მე ტუჩები, შენი მხურვალე კოცნა,
მე შენში მიყვარს წუთები, მაშინ გვერდით ხარ როცა,
შენი თვალების ფერი მე შენში მიყვარს კარგო,
შენი ალერსით ვთვრები, გნატრობ როცა ვარ მარტო,
მე შენში მიყვარს მზერა, თითქოს ფარული ვნებით,
მე შენი მიყვარს ცქერა, შენი ალერსით ვდნები,
მე შენში მიყვარს ღიმილი, მუდამ სხვადასხვა ფერში,
გაბუტული ხმით ჩივილი ო როგორ მიყვარს შენში,
მე შენში მიყვარს სახე, მუდამ მშვიდი და ნაზი,
როცა პირველად გნახე პუსლის გასწორდა ხაზი,
მე ცრემლიც მიყვარს შენში, წვიმის წვეთები თვალზე,
მე მთელს სამყაროს შევშლი, შენ კი არ გაგცვლი სხვაზე,
მე შენში მიყვარს ქალი, მთელი გრძნობით და ტანით,
მე შენში მიყვარს ალი გულს რომ ედება წამით,
მე შენში მიყვარს ვნება, მხურვალე როგორც ლავა,
ჩემი რომ იყოს ნება დრო აღარსდროს გავა,
მე შენში მიყვარს ის რაც სხვაგან ვერ ვპოვე ვერსად,
გულში იმ გარტყმულ ისარს იქვე ჩავტოვებ წესად,
მე შენში მიყვარს ცოლი, ჯვარს რომ ვიწერდით იმ დღეს,
სულ გავგიჟდები მგონი ლექსებს მოგიძღვნი იმდენს,
მე შენში მიყვარს შვილი, შენ რომ მაჩუქე თავად,
მუდამ თქვენს გვერდით ვივლი რომ არ გამიხდეთ ავად.
მე მიყვარს შენში სევდაც, მე შენი ბრაზიც მიყვარს,
შენი სახე სულ მსდევდა და ეს მრავალჯერ მითქვამს,
ისე გავაფრენ მგონი, ცას ჩამოვკიდებ ჭერში,
მე შენში მიყვარს ცოლი - მე შენ მიყვარხარ შენში!