პროფესორი ვლადიმერ პაპავა გადაცემაში „იმედი LIVE“

10.03.2022 12:01

▪„ქვეყანაში 2-3 თვის მარაგი არსებობს იმისთვის, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს, მაგრამ რუსეთისთვის ხორბალი ძალიან სტრატეგიული პროდუქტია და თუ ქვეყანაში შიმშილს იგრძნობს, მის გატანას აკრძალავს ან ფასს გაზრდის - ამიტომ, რეალურია საფრთხე, რომ პური, შეიძლება, გაძვირდეს“ ▪„მსოფლიოში, გლობალურად იზრდება ფასები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო ჯერ პანდემიური ეკონომიკიდან გამოსული არაა და ამას ომი დაემატა“ ▪„შაქრის საკითხი საბაზრო ეკონომიკასთან საერთოდ არ იყო დაკავშირებული, ეს აჟიოტაჟისა და პანიკის გამო მოხდა - ადამიანი ზაფხულში რომ შაქარს ყიდულობს, გასაგებია, რომ კომპოტებისა და ჯემებისთვის სჭირდება, მაგრამ ახლა რისთვის უნდოდათ ამდენი შაქარი?!“ ▪„​საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და ბიზნესსექტორი დღეს ინტენსიურად აწარმოებენ კომუნიკაციას მოსახლეობასთან“ ▪„რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, სავალუტო კრიზისი უკვე სახეზეა და იქ შექმნილი ვითარების გამო, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ექნება პრობლემები“ ▪„ახლა ადვილი პროცესები არ მიმდინარეობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავრობას აქვს ყველა ბერკეტი და უნარი, რომ ამას წარმატებით გაუძღვეს“ ▪პროფესორი ვლადიმერ პაპავა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო