პროფესორი ვლადიმერ პაპავა გადაცემაში „იმედი LIVE“

03/10/2022
TV IMEDI-ის მიერ

▪„ქვეყანაში 2-3 თვის მარაგი არსებობს იმისთვის, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს, მაგრამ რუსეთისთვის ხორბალი ძალიან სტრატეგიული პროდუქტია და თუ ქვეყანაში შიმშილს იგრძნობს, მის გატანას აკრძალავს ან ფასს გაზრდის - ამიტომ, რეალურია საფრთხე, რომ პური, შეიძლება, გაძვირდეს“
▪„მსოფლიოში, გლობალურად იზრდება ფასები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო ჯერ პანდემიური ეკონომიკიდან გამოსული არაა და ამას ომი დაემატა“
▪„შაქრის საკითხი საბაზრო ეკონომიკასთან საერთოდ არ იყო დაკავშირებული, ეს აჟიოტაჟისა და პანიკის გამო მოხდა - ადამიანი ზაფხულში რომ შაქარს ყიდულობს, გასაგებია, რომ კომპოტებისა და ჯემებისთვის სჭირდება, მაგრამ ახლა რისთვის უნდოდათ ამდენი შაქარი?!“
▪„​საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და ბიზნესსექტორი დღეს ინტენსიურად აწარმოებენ კომუნიკაციას მოსახლეობასთან“
▪„რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, სავალუტო კრიზისი უკვე სახეზეა და იქ შექმნილი ვითარების გამო, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ექნება პრობლემები“
▪„ახლა ადვილი პროცესები არ მიმდინარეობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავრობას აქვს ყველა ბერკეტი და უნარი, რომ ამას წარმატებით გაუძღვეს“
▪პროფესორი ვლადიმერ პაპავა გადაცემაში „იმედი LIVE“

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed...
ტელეკომპანია \"იმედის\" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial  

© Teleimedi LLC 2022