ჟოლო, the wall

01/03/2015
Mariam Qalebashvili-ის მიერ

ამ გიჟურ აპრილს არ უჩანს ბოლო,
და არც დერვიშის ხვატიან ბილიკს.
სოფლის თბილ ეზოს მოედო ღოლო,
მე ვეღარ ვუძლებ მეზობლის ქილიკს.
ეზოში ღვივის ლაჟვადრის ჟოლო,
სიყვარულივით ნაზი და რთული.
სიკვდილ-სიცოცხლეს არ უჩანს ბოლო.
მეზობლის წყრომას ვერ უძლებს გული.


© Mariam May, 2010
https://mayspoesie.wordpress.com