ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია

2 თვის წინ

საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიამ“ პოლიტიკურ ასამბლეაზე, ლისაბონში დაამტკიცა, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. „იპიპი“, ანუ ევროპის სახალხო პარტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოკავშირე პარტიაა ევროპაში, ხელისუფლებას მოუწოდებს, დაგმოს სიძულვილის ენა, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ხოლო ევროკავშირსა და პარტნიორებს ურჩევს, პირადი სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან “აშკარა უგულებელყოფა“ იგრძნობა. რეზოლუციის დამტკიცებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ადგილზე დაესწრო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან