არგო ადამიანო

07/19/2021
Jakub Tuniev-ის მიერ

სიყვარულისთვის შეიქმნა გული
და შიგ სიძულვილს დავუდეთ ბინა,
თავისუფალი შეიქმნა სული
ჩვენ კი ეშმაკის მონობა გვინდა

ადამიანო, ადამიაანოოო

ზოგჯერ სულელო,ზოგჯერ ჭკვიანო,
ზოგჯერ უზნეო, ზოგჯერ ზნიანო,
ზოგჯერ პირქუშო, ზოგჯერ მზიანო,
ადამიანო, ადამიაანოოო

ჩვენს გასახარად შექმნილ სამყაროს,
ბოროტებისგან დავატყვეთ კვალი,
ცხოვრება თავად გავხადეთ მკაცრი,
და ჩვენს მაგივრად ღმერთს დავდეთ ბრალი,

ადამიანო, ადამიაანოოო...

ზოგჯერ სულელო,ზოგჯერ ჭკვიანო,
ზოგჯერ უზნეო, ზოგჯერ ზნიანო,
ზოგჯერ პირქუშო, ზოგჯერ მზიანო,
ადამიანო, ადამიაანოოო

მოუთმენლობით გავლიეთ ჟამი,
მარადისობას ვარჩიეთ წამი,
ეშმაკისაგან ავიღეთ ქრთამი,
და სასუფევლის ჩავრაზეთ კარი,

ადამიანო, ადამიაანოოო...

ხანაც ფრთიანო, ხანაც რქიანო,
ხან უპირო და ხან პირიანო,
სწორ გზას დაადექ, ცხოვრება მიჰქრის,
და შეიძლება დააგვიანო,

და შეიძლება დააგვიანო...

ადამიანო, ადამიაანოოო...
https://lyricstranslate.com

ვიდეოები „Jakub Tuniev"-ისგან