როგორ გავხდეთ მონაცემთა ხარისხის ინჟინერი EPAM-ში. How to become a Data Quality Engineer at EPAM

10/20/2023

ექსკლუზიური ინტერვიუ მონაცემთა ხარისხის ინჟინერ ზაურ ცხვარაძესთან Zaur Tskhvaradze (EPAM):

\"როგორ გავხდეთ მონაცემთა ხარისხის ინჟინერი EPAM-ში? / How to become Data Quality Engineer at EPAM?\"

EPAM-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი IT კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას, საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურებას. EPAM-ს ასევე აქვს საკუთარი სასწავლო პროგრამა/ლაბორატორია (LAB) დამწყებთათვის, რომელიც ეხმარება მათ მოიპოვონ საჭირო უნარები და ცოდნა IT ინდუსტრიაში სამუშაოდ.

ზაურთან ინტერვიუში განხილული საკითხების ნუსხა:
- რა გზა გაიარა მან EPAM-ში მოსახვედრად
- რა გეგმები და მიზნები აქვს მას როგორც მონაცემთა ხარისხის ინჟინერს, მიმდინარე როლი პროექტზე
- მონაცემთა ხარისხის ინჟინრის პროფესიული განვითარება და გადამზადება
- მონაცემთა ხარისხის ინჟინრად მომზადებისას და მუშაობისას წარმოქმნილი პრობლემები და გამოწვევები
- მონაცემთა ხარისხის ინჟინრის ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები რომლებიც აქტიურად გამოიყენება პროექტებში
- სამუშაო ენის და კომუნიკაციის უნარის მნიშვნელობა
- ბალანსის საკითხები: შესრულების დრო/ხარისხი, სტრესის და გადატვირთვის მოვლენა
- ინოვაციები მონაცემთა ხარისხის ინჟინერიის სფეროში
- ყველაზე საინტერესო და რთული პროექტები/ამოცანები

თუ თქვენც გაინტერესებთ ეს საკითხები და გსურთ გაიგოთ მეტი მონაცემთა ხარისხის ინჟინრის პროფესიის ან EPAM-ის სასწავლო პროგრამის შესახებ, მაშინ გაეცანით ინტერვიუს ონლაინ რეჟიმში.

ენა: ქართული
თარიღი: 20 ოქტომბერი, 11:00 საათი (GMT+4)

ქართული EPAM Data Gear ქომიუნითის სარეგისტრაციო ბმული:
https://datazen.top/i3xid

რეგისტრაცია EPAM-ის სასწავლო პროგრამაზე:
https://datazen.top/ym47h