IV დასი PARADISE

01/19/2022
NIKA SHUBLADZE-ის მიერ

• IV დასი - PARADISE  

Lyrics:
მის:
მიყევი ამ ჰაიპს
და დაამუღამებ ამ ქარს!
რას ეძახი კაიფს!?
კიდე კაი დას დას! თორე თემა რას გავს 2X

Achia:
შავბნელ ჩიხებში დარბის ღამურა
ასფალტის ეფექტმა ცხვირ-პირი გამურა
ჰაერს ვჭრი თითქოს ვიყო სამურაი
ჩვენი გამოჩენით აქ ყველა ნათება დადუმდა

ქუჩა ჩვენია ქუჩაში ვყვებით ამბავს თან
დასი ბრენდია GTR GL Number One
ისე დავქრივართ ირგვლივ ყველას ვფანტავთ თან
მგონი ჩამოცხა გელი ძამა Fანტანთან

C.J:
კაი არი კაი, კაი არი ღამე ტრასა სველი,
ჩემი ძმაკაცები, გოგონები და ანაშა ძველი
დილამდე მივიღე მე ყველაფერი რასაც ველი
და მერე ეგრევე გამოვიცვალე ტანსაცმელი

მაყუთი მაქ! სად არი გასასვლელი!?
ვიცი რო ეს გზა გასავლელი მაქ
რამდენი არი აქ დასათვლელი თან
გაზს ფეხი დააჭირე გასაქცევი ხარ
ვისვრი ისევ, ისევ ვისვრი ისევ ბომბებს
მაყუთი მაიტა! მაყუთი \"წევე\" მქონდეს...

Vache:
ხოდზე დასი GL GT შედეგია ფატალიტი
ფეხი რო დაიდგა გაზზე ბრაზა მიდი მალე მიდი
პოლიცია მილიცია ციმციმები მუქი ღამე
შენ კი თუ არ დაგეზარა მიდი კორპუსები თვალე

ხოდა ბითზე ბაუნსი, ბაუნსი ბითზე ბამზე
მანქანა მოიქოქა ვიჩითებით ავტობანზე
იმდენი კვამლი ჰაეში თავი მგონია დრაგზე
მეც არ ვაყოვნე მიზანი ეგრევე შევუკლასე მას

Petto:
ასიანი \"ფაიზაღი\" ბოლომდე დუხი და გაზი
სულ პირდაპირ გავიძახით რა წყენა შური და ბრაზი!?
ისევ არ ვუყურებთ ფასებს, რადგან ვიცით დროის ფასი
ჩვენ ვიცით რო შენ იცი ეს არ მოგისმენია მსგავსი

რას ეგონკავები დასელს!? აქ ღამე ვახურებთ ტრასებს
ვავსებთ მასებს ასე არი ეს ბასი დაშლის დარბაზებს
ცოტა თრიაქსა და სასმელს, განთიადი გავს ნაპასებს
პასი ჩემს ძებს გადავეცი და ყველას ვინც დაგვიფასებს ამას

Tops:
GTR-მა ხო არ აგაკანკალა!?
პანთეონის შუბივით მწარეა ჩვენი მანქანა
320-ით ვაჩე ურტყამს რულს
აქ ყველაფერი დუღს ასფალტი აყენებს ბუღს

უსმინე კარგად არ მეორდება თავიდან
ქუჩაში ღამით BMW და ფრენკის თავი ფანჯრიდან
ვივსებით მანქანებში მერე საითაა გეზი
რაღაც შეშინებული ხარ ბიჭო მათლა კი არ გესვრი

Vache:
მთელ ამიერ კავკასიას ამბიციას ნიჭიერი
ორი ერთმანეთზე ჩქარი დასი GL GTR
გადავხვრიტეთ ყველა სცენა ამიტო აუბით მხარი
გადახვრიტა ყველა ქუჩა გადახვრიტა ავტობანი (მან)

ვიდეოები „NIKA SHUBLADZE"-ისგან