ბრალის წარდგენა


პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაჭრისა და იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 21 აპრილს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, ბრალდებულმა შენიშვნის მიცემის გამო, ავტობუსის მგზავრი ცეცხლსასროლი იარაღით ქვედა და ზედა კიდურების არეში დაჭრა, რის შედეგადაც მან ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა ასევე საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მყოფი სხვა მგზავრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან