ზაზა ნოზაძე - მიტოვებული სახლი
მიტოვებული სახლი მიტოვებული სახლი დგას მთაში თავჩაქინდრული არღარვის ელის, გადაწურვია იმედი და შინ, არვინ ბრუნდება მეასე წელი. დაბერებული მოხრილი მხრებში, ვეღარ იკვეხნის აქ მისი კერით. დინჯად გამართულ ფიქრების მტვერში, გასცქერის მწვერვალს უთქმელი მზერით. მუხის მოკვეთა მოყვა ჩემს შობას დღემდე ჩემშია დიდება მისი ქარი ავდარი მიწევდა მტრობას და ძალა ჩემშია ისეა ისევ ვუყვარდი პატრონს ჩემს ამშენებელს არ ვაკარებდი მეც ნიავს ცივს თუნდაც მეუღლეს მის დამმშვენებელს მე ვპატრონობდი მე სახლი მთის ქალი ქალობდა შემოდის გადის ფაციფუცობდა არ ურჩის ძალას და სანადიმოდ მოტანილ ნადირს დაახვედრებდა მდუღარე წყალს კაცი ტყეებში ველებზე გავლით შრომობს ვერ ნახავთ მოშვებულს მწუხარს დაჩეხდა შეშას და ყოველ ღამით ვაგიზგიზებდით შინაურ ბუხარს ბედნიერებით ვტკბებოდით სამნი - ქალი, ქმარი და მე სახლი მთის და აღარ ჰქონდა საზღვარი ტკბობას როცა გავიგე ელოდნენ შვილს მეცხრე თვის მერე ვისროლეთ თოფი მოყვა ქეიფი დაბადებულს გამოიცალა ათასი დოქი სწორედ ამ დღისთვის გადადებულს ვზარდეთ მთასავით ბიჭუნა მთაში ვინ გამოითვლის მასზე ჩვენს ამაგს და რომ დაკაცდა იფიქრეს მაშინ მოდი ბიჭუნა გავუშვათ ქალაქს გადაშლის წიგნებს, ისწავლის ენებს და დაბრუნდება სწავლული მხარეს და ის დღეც მახსოვს - დამშვიდობების ჩვენ რომ ცრემლს ვღვრიდით სამივე ცხარეს ჯერ სულ ყოველდღე წერილი მოდის გვიხსნის გვიყვება ქალაქის ამბავს მერე ნელ-ნელა ცნობებმაც იკლო ვფიქრობდი ალბათ თავს ვეღარ აბავს დრო გადიოდა წლები, თვეები მხოლოდ წერილი სიტყვა მცირედი გადაუბერდა პატრონს ხელები და შვილის ნახვის ყველა იმედი ნერვიულობით, სიბერით, დარდით დიდ მონატრებით ამასთანავე ჩემი მშობელი - ორივე კარგი ამ მოლოდინში დავასამარე მოდის ყმაწვილი ცოლით და შვილით საფლავს უყურებს გამზრდელის მისას და ცოტა ხანში ორივე ვტირით ჩვენი ბიჭი და მე სახლი მთისა მეორე დღეს მეც მაკოცა ფიცარს ვერ ვპატიობდი ბოდიშს თავიდან დამადო კლიტე, ვითომ ეს მიცავს და მის ოჯახთან ერთად წავიდა - მიტოვებული სახლი ვარ მთაში თავჩაგინდრული აღარვის ველი გადამწურვია იმედი და შინ არვინ ბრუნდება მეასე წელი.. #zazanozadze#sf-x#ზაზანოზაძე#mitovebulisaxli#mitovebulisaxlidgasmtashi
პოეზია / Poetry-ის სხვა ვიდეოები
01:01
ტარიელ ხარხელაური - თანდათან ლღვება მზე დანისლული
01:22
მე ემიგრანტი დედის შვილი ვარ ! [ მარიამ მესხორაძე...
02:05
თემურ ელიავა - კოლხის ლექსი ( ომში წაკითხული ლექსი...
01:14
მურმან ლებანიძე - გვიან გავიღვიძეთ
02:55
ზაზა ნოზაძე - მიტოვებული სახლი
02:18
გიორგი ზანგური - ლექსი დავკარგე გარღვეული გულის ჯი...
02:12
გენრი დოლიძე - შავლეგო!
02:00
რევაზ ამაშუკელი - ჩაიხანა
მსგავსი ვიდეოები
მე ემიგრანტი დედის შვილი ვარ ! [ მარიამ მესხორაძე ]
პოეზია / Poetry
მურმან ლებანიძე - გვიან გავიღვიძეთ
პოეზია / Poetry
ერეკლე დისაძე - პროგრესული ახალგაზრდა
პოეზია / Poetry
თემურ ელიავა - ჩვენ უკეთ ვიცით
პოეზია / Poetry
ტარიელ ჭანტურია - სიყვარულის ახსნა
პოეზია / Poetry
ტარიელ ხარხელაური - მანძილი შენამდე დიდია
პოეზია / Poetry
34
ლიანა მარქარიანის რუბრიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster