თემო ხვიბლიანი - მთვარის შუქზე / Temo Khvibliani - Mtvaris Shukze

11/07/2023

თემო ხვიბლიანი - მთვარის შუქზე / Temo Khvibliani - Mtvaris Shuqze
ტექსტი და მუსიკა - თემო ხვიბლიანი #newmusic #2023


მთვარის შუქზე გრძნობებს ნუ აჰყვები
არ მჭირდება უაზრო სიტყვები
სადაც გინდა იქ გაშალე ფრთები
ჩემს სიყვარულს ნუ დაელოდები

მინდოდა გამუდმებით მეფიქრა შენზე
მთვარიანი ღამეები გამეცვალა მზეზე
გვევლო სიყვარულით დათოვლილ გზებზე
ახალი დღე ყოფილიყო უკეთესი ძველზე

რაც იყო და რაც არ იყო
დატოვე მოგონებად
მომავლის მელოდიაც
დამიშალე ნოტებად
ერთი - \"მაპატიე\" არ ნიშნავს
უდარდელ ცხოვრებას

მთვარის შუქზე გრძნობებს ნუ აჰყვები
არ მჭირდება უაზრო სიტყვები
სადაც გინდა იქ გაშალე ფრთები
ჩემს სიყვარულს ნუ დაელოდები

ეს სიტყვები მე აღარ მაფიქრებს
ეს განცდები მე აღარ მაშინებს
ჯობდა ყველაფერი წაგეშალა მაშინვე
ამბობენ: სიყვარულს გულიდან ვერასდროს აცილებ..
თუ ასე არ ფიქრობ, ჯობია მაშინვე გაცივდე

მთვარის შუქზე გრძნობებს ნუ აჰყვები
არ მჭირდება უაზრო სიტყვები
სადაც გინდა იქ გაშალე ფრთები
ჩემს სიყვარულს ნუ დაელოდები