საქველმოქმედო სპექტაკლები თეატრში.

08/06/2012
odishitv-ის მიერ

საქველმოქმედო სპექტაკლები თეატრში.


შალვა დადიანის ზუგდიდის დრამატულ თეატრში ორი დღე პუბლიკამ გიორგი ფოჩხუას რეჟისორობით დადგმული ექსპერიმენტები იხილა. ჰამლეტი და აღსარება ეს ის სპექტაკლებია, რომლებიც თავის დროზე და არც თუ დიდი ხნის წინ ახალგაზრდა მსახიობმა და რეჟისორმა გიორგი ფოჩხუამ საზოგადოებას შესთავაზა და მათი მოწონებაც დაიმსახურა.

მსახიობებმა როლები სცენაზევე მოირგეს და მაყურებელს საკუთარი სათქმელი უთხრეს . სცენაზე ამეტყველებული მონო სპექტაკლები პუბლიკას საშუალებას აძლევდა ტრაგიკულად დაღუპული გიორგი ფოჩხუა კიდევ ერთხელ გაეხსენებინა და ამ სპექტაკლებით მისი ხსოვნისტვის პატივი მიეგო. გამომდინარე იქიდან რომ ახალგაზრდა რეჟისორი ქველმოქმედი იყო, თეატრის დამინისტრაციამ გადაწყვიტა ამ სპექტაკლებს საქველმოქმედო ხასიათი მიეღო და შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაცემოდა.

გიორგი ფოჩხუას რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლებს მსახიობის კოლეგები სცენაზე არაერთხელ გააცოცხლებენ და მაყურებელს ახალგაზრდა რეჟისორს კიდევ დიდხანს გაახსენებენ
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/