IBSU-ს რადიო გადაცემა "საუბრები ჟურნალისტიკაზე"

12/13/2022

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მოამზადეს რადიო გადაცემა \"საუბრები ჟურნალისტიკაზე\".

გადაცემის სტუმარია \"ბიზნეს-ფორულას\" ჟურნალისტი თამარ გეგენავა, რომელიც IBSU-ს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულია. თამარ გეგენავამ სამაგისტრო პროგრამა GIPA-ში დაასრულა და გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა ნორვეგიაში.

გადაცემაზე მუშაობდნენ IBSU-ს ჟურნალიტიკის პროგრამის სტუდენტები ლიკუნა ჟორდანიძე, დავით მათიაშვილი, ანა ჩალაშვილი და ლუკა ამბალია.

თამარ გეგენავა: \"სტუდენტებს ვურჩევდი ყველაფერი სცადონ და ყველგან სცადონ, არასდროს შეეშინდეთ გამოწვევების, იმიტომ რომ ეს ზუსტად ის პროფესიაა სადაც უმრავი გამოწვევა შეგხვდება. როცა ჟურნალისტურ კარიერას იწყებ რამე სწორად არ გამოგივა, ბევრი უსიამოვნო მომენტი გექნება, შესაძლოა თავიც კარგად ვერ წარმოაჩინო და ამ დროს იფიქრებ, რომ ამ საქმეში არაფერი გესაქმება, მაგრამ იმავდროულად დგება სწორედ ის მომენტი როცა ხვდები, რომ აქ არის შენი ადგილი. ჟურნალისტიკაში უნდა გქონდეთ თავისუფლების, საკუთარი ხმის და საკუთარი სისწორის განცდა, რაც ამ პროფესიაში მნიშვნელოვანია\"

#IBSU #ibsumedia #journalism #radio #საუბრებიჟურნალისტიკაზე #ჟურნალისტიკა #მედიაცენტრი