მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 12 ძალაუფლება და იმპერია XII საუკუნის საქართველოში

და აი ისიც, ეპიზოდი რომელსაც „მწარე პოდკასტის" მსმენელები ელოდნენ. მოკლედ, XII ეპიზოდში, საქართველოს „იმპერიაზე", XII საუკუნის ქართულ პოლიტიკაზე, გიორგი II-სა და დავით IV-ზე, მათ ძალაუფლებასა და სამეფო-საიმპერატორო ტიტულატურაზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ იმპერიის არსი და რომის იმპერიული ტრადიცია გვიანანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში, რომაული მემკვიდრეობისთვის ბრძოლა, იმპერიული ძალაუფლებისკენ სწრაფვა. ვახსენეთ საღვთო რომისა და ბიზანტიის იმპერიები, ანჟუელთა იმპერია და შუა საუკუნოვან, ფეოდალურ ევროპაში იმპერიის არსებობის შესაძლებლობებზე; შეიძლება თუ არა სამუშაო ტერმინად გამოვიყენოთ საქართველოს იმპერია როცა XII საუკუნის, საქართველოს ოქროს ხანის ისტორიას ვეხებით? იყო საქართველო კლასიკური იმპერია? რატომ ცდილობენ რუსები საქართველოსთვის „იმპერიალიზმის" შემოტენვას? რაში ცდებიან ისინი და რა სათქმელი გვაქვს ჩვენ? ეს ყველაფერი „მწარე პოდკასტში". პოდკასტის სტუმარია ისტორიკოსი ნიკოლოზ შონია. https://bitterpodcast.podbean.com

მსგავსი ვიდეოები