კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში - დილა მშვიდობისა საქართველო

03/06/2014
UNFPA Georgia-ის მიერ

2014 წლის 7 მარტს 13:30 საათზე სასტუმრო თბილისი მერიოტში გაეროს მოსახლეობის ფონდი გამართავს კვლევის „კაცები და გენდერული ურთიერთობები\" ძირითადი მიგნებების პრეზენტაციას.

2013 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიმართ კაცების დამოკიდებულებების და მათი საოჯახო საქმეებში და ბავშვის აღზრდაში ჩართულობის გამოვლენა იყო. გამოკითხვაში ქალებმაც მიიღეს მონაწილეობა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ორივე სქესის მოსაზრებების შედარება. კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კაცების ჩართულობა საოჯახო საქმეებში და ბავშვის აღზრდაში, გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულება, ოჯახური ურთიერთობები და გადაწყვეტილებების მიღება და სხვა.

აღნიშნული კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში\" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, გაეროს მოსახლოების ფონდის (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), და გაეროს ქალთა ფონდის (UN Women) მიერ.