დაგდაგანი - ფისო

02/04/2017

https://www.facebook.com/dagdaganband
Bulbula Home studio presents:

Vocals - Tsotniko
Guitar - Kochla
Guitar - Irakli Shengelia
Bass - Mate
Drums - Bulbula
Backing Vocals - Meriko

მე და ჩემი ქალი ვსვამდით ყოველ დღე
და ცოტა ხანში მითხრა მან: „ვეღარ ვუძლებ მე
ალკოჰოლი მიშლის ღვიძლს და სულ სკდება თავი
მოტორული დისფუნქციის შეგრძნება მაქვს მძლავრი

ყველა ისე მექცევა თითქოს მაქვს მათი ვალი
თითქოს სულ ყველაფერი დღეს იყოს ჩემი ბრალი
ყოველ ღამე ძილი უფრო და უფრო რთულდება
როცა დარჩენილი ცხოვრება წინ გელოდება“

მე გავუღიმე და ვუთხარი: „ნუღარ ღელავ ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო
გახსოვდეს სადაც შენ ხარ და სადაც იმყოფები
არაფერი არ არის როგორც უნდა იყოს“

ჩვენ გავაგრძელეთ სმა და გავიდა ბევრი ღამე
თვალებშიც დამიბნელდა და უკვე ვეღარ ვჭამ მე
გამითავდა ფული უკვე მეზიზღება თავი
მაგრამ რას იზამ ცხოვრება სულ ეგეთი არის

ბევრი რამე ვნახე რასაც მე დავივიწყებდი
რაზეც დიდი სიამოვნებით არ ვიფიქრებდი
რისგანაც მიქრება ხოლმე ამ თვალებში იმედი
და სულ ყველა ცოცხალ-მკვდარის სიყვარულის მიზეზი

და გამიღიმა ქალმა მითხრა: „ნუ ღელავ ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო
გახსოვდეს სადაც შენ ხარ და სადაც იმყოფები
არაფერი არ იქნება როგორც უნდა იყოს“

ჩემი ერთ მეგობარი ფანჯარასთან იდგა
ხელზე ჰქონდა ოცდახუთჯერ გადასმული ბრიტვა
მითხრა: „აღარ შემიძლია მეზიზღება ყველა
ცხოვრებაში უკვე კარგს ვეღარაფერს ვხედავ“

მე გავუღიმე და ვუთხარი: „ნუღარ ღელავ ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო
გახსოვდეს სადაც შენ ხარ და სადაც იმყოფები
არაფერი არ იქნება როგორც უნდა იყოს
და ზოგ ხალხს თითქოს ყველაფერზე პასუხები აქვთ
მაგრამ ეს უბრალოდ მხოლოდ ჩვენთვის ასე ჩანს
როცა გიჭირს გაიღიმე და იფიქრე ფისო
ეს უბრალოდ საღი აზრი შენ სულ გირევს ტვინსო“

ვიდეოები „დაგდაგანი Official"-ისგან