ქართული უნიკალური ნაკეთობები ბრიტანეთის მუზეუმში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საელჩოს ორგანიზებით, ბრიტანეთის მუზეუმში ქართული უნიკალური ოქროს ჯვარი და ყელსაბამი პირველად გამოიფინა. ექსპონატები ქართველებმა 1919 წელს საჩუქრად გადასცეს ბრიტანელ დიპლომატს და გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში სერ ოლივერ უორდროპს. ეს შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის უნიკალურ ნიმუშებია, რომელიც 1983 წლიდან ბრიტანეთის მუზეუმში ინახება და მისი ექსპოზიცია პირველად ხდება. ჯვარი და ყელსაბამი ბრიტანეთის მუზეუმში მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება გამოფენილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები