ლეგალიზაცია ! მარიხუანა ! მოწევა კლავს ?! H1Ta - VLOG

08/04/2018
H1Ta-ის მიერ

📺 ლეგალიზაცია ! მარიხუანა ! მოწევა კლავს ?! H1Ta - VLOG

💰 დონაცია:
Paypal - ით
https://goo.gl/H2G3Dp
Ruble - ით / ბარათით.
https://goo.gl/tkU8uJ

🔥 Brave Referral Link
https://brave.com/hta355

🔴 გამოიწერე:
\"H1Ta\"
https://goo.gl/RLuxNu
\"ისტორია საინტერესო ფაქტები\"
https://goo.gl/eLYQVj


\"თუმცა, სასამართლო არ გამორიცხავს სხვათა მიმართ გარკვეულ საფრთხეს მარიხუანის განსაზღვრულ გარემოებებში მოხმარების დროს, მაგალითად, სკოლებში მარიხუანის მოხმარებისას ან სხვა ვითარებაში, კერძოდ, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ დაწესებულებებში და/ან მათი თანდასწრებით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მოზარდზე, გააღვიძოს მასში მარიხუანის მიმართ ინტერესი და მოახდინოს მარიხუანის მოხმარების ერთგვარი პროვოცირება. შესაბამისად, გამართლებულია მარიხუანის მოხმარების შეზღუდვა მისი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დასაცავად, მათი ჯანსაღი განვითარების ინტერესების უზრუნველსაყოფად. ასევე, გამართლებულია მარიხუანის მოხმარების შეზღუდვა სხვა სასწავლო, სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არმიაში, სამედიცინო, სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებებში, აგრეთვე, საზოგადოებრივი თავშეყრის ზოგიერთ ადგილას (მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში), საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საჯარო წესრიგის ინტერესების დასაცავად. მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებისას, შესაძლოა, რელევანტური (სამაგალითო) იყოს ალკოჰოლურ სასმელებთან და თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული, ისევე როგორც, მათგან განსხვავებული, სპეციფიკური, მათ შორის, უფრო მკაცრი რეგულაციებიც მოხმარების ადგილისა თუ ვითარების გათვალისწინებით, რომელთა განსაზღვრაც კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო, პრივატულ სივრცეში ან სხვაგან, დასვენების, განტვირთვის, გართობის მიზნით, როდესაც მარიხუანის მოხმარება არ არის ჩადენილი ამ პუნქტში მითითებულ ადგილებსა და ვითარებაში, მის დასჯადობას და ამისათვის სასჯელის (სახდელის) დაკისრებას არ გააჩნია არავითარი
კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება.\"

#hita
#მარიხუანა
#ლეგალიზაცია

🥋 სოციალური ქსელი:
✅   / h1taa  
✅   / geoh1t  
✅   / h.1.t.a  
✅   / historyinterestingfacts  
✅   / historyinterestingfacts