გამარჯობა, ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ სტამბულში გატარებული დღეები .
მე ერთი წელია ვცხოვრობ საბერძნეთის ქალაქ ტესალონიკში. სამწუხაროდ ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა ვერ მოახერხეს ჩემთან სტუმრად ჩამოსვლა, რადგან საბერძნეთი არ იღებს საქართველოს მოქალაქეებს ტურისტულად. ამიტომ, მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ სტამბულში შეხვედრა, სადაც ორი კვირა გავატარეთ. შეიძლება ითქვას რომ მოვახერხეთ ამ ქალაქის საფუძვლიანად დათვალიერება და კულტურის შეცნობა, რომელიც არც თუ ისე უცხო აღმოჩნდა ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან , რომ თურქეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა.
ძალიან სასიამოვნო დღეები გავატარეთ; ასეც იქნებოდა ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არ უნდა წავსულიყავი თაკოსთან ერთად... ბოლო ხუთი დღე ჩვენი მეგობარი შემოგვიერთდა, რითიც კიდევ უფრო გაახალისდა ჩვენი მოგზაურობა.
სტამბული ნამდვილად ლამაზი ქალაქია. ხშირად მოგზაურები თვლიან რომ ამ ქალაქში რამდენჯერმე მაინც უნდა ჩახვიდე რომ კარგად შეიგრძნო. მე, ვფიქრობ, ერთხელ სანახავად ნამდვილად ღირს. ქალაქში მუდამ ქაოსია, ბევრი ხალხი, საცობები, ქუჩები და კვების ობიექტები არც სისუფთავით გამოირჩეოდა, მეტიც, საკმაოდ ბინძური იყო .
თურქული ტრადიციული კერძები ძირითადად ხორცს მოიცავს, გამომდინარე იქიდან რომ მე და თაკო არ ვართ ხორცის მოყვარულები, საკვების შერჩევა რესტორებში საკმაოდ რთულია. ლამაზ, სასიამოვნო კაფე-რესტორნების მენიუში ძირითადად ყველასთვის ძალიან ცნობილ კერძებს ამოიკითხავთ: პიცა, პასტა, სალათი და ძირითადი კერძები ხორცით... ამიტომ, მაკარონი ჩვენი განუყრელი მეგობარი იყო :დ.
იმედია ისიამოვნებთ ვიდეოთი, რომელიც ნამდვილად თაკოს დამსახურებაა, გამოგიტყდებით, მე მეზარებოდა; მისი გადაღებულია თითქმის ყველაფერი, მინდოდა დამესვენა, თუმცა თაკომ არ მომცა ამის საშუალება, ვფიქრობ სწორიც იყო რადგან კარგი ვიდეო გამოვიდა... ასე რომ ეს ვიდეო ორი დიდი ვლოგერის :D კოლაბორაციაა , ჩემი და თაკოსი @Takonne .
Salo'sInstagram:https://www.instagram.com/salinemsits...
Tako's Instagram:https://www.instagram.com/takonne/?hl=en
TikTok:https://www.tiktok.com/@salinemsits?l...
TikTok:https://www.tiktok.com/@taktakoo?lang=en