ნუგზარ შატაიძე - მოგზაურობა აფრიკაში / TRAVELING IN AFRICA by Nugzar Shataidze


UK International Radio Drama Festival Audience Award (2019)
მონაწილეობენ: ლუკა გაჩეჩილაძე, ნიკა წერედიანი, დარეჯან ხარშილაძე, ირმა ოსია, გიორგი კინწურაშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მერაბ ბრეკაშვილი, ზეინაბ დვალიშვილი, ლაშა ამბიძე, ანდრია ვაჭრიძე, სოსო ხაინდრავა.
Cast: Luka Gachechiladze, Nika Tserediani, Darejan Kharshiladze, Irma Osia, Giorgi Kintsurashvili, Levan Berikashvili, Zeinab Dvalishvili, Lasha Imnadze, Andria Vachridze, Soso Khaindrava.

რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი
Director - Zurab Kandelaki

ხმის რეჟისორი – ბაკო ხვიჩია
Sound - Bako Khvichia

ეძღვნება ნუგზარ შატაიძის ხსოვნას
Devoted to the memory of Nugzar Shataidze

ჩაწერილია 2018 წელს
Georgian Radio 2018

რადიოსპექტაკლში არის სცენა, რომელიც აფხაზურ ენაზე სრულდება, ამისთვის ჩვენ სპეციალურად მოვიწვიეთ აფხაზი მსახიობები. ასევეა ეპიზოდი რუსულ ენაზე. ამით ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა რეალური გარემო და ისეთი სიტუაცია, როგორიც ომამდე იყო, როდესაც ადამიანები მიუხედავად ეროვნებისა ერთმანეთს უგებდნენ და პატივს სცემდნენ.

გთავაზობთ ამ სცენების ქართულ თარგმანს:



20:15 წთ-დან 23:20 წთ-მდე

კედლის საათი.

ზიტა: (რუსულად) ვინ ხარ? შენ რა რუსული არ გესმის? მუნჯი ხარ? კარგი, კარგი… რას დგახარ, გაიხადე… დაჯექი… ჭამე. ჭამე ნუ გრცხვენია. ჭამე ჭამე…

კარის ჭრიალი.

დაური: (აფხაზურად) ზიტა, ეს ვინაა?

ზიტა: (აფხაზურად) მუნჯი ბიჭია… თბილისიდან მოდის…

დაური: (აფხაზურად) ქართველია.

ზიტა:(აფხაზურად) არ ვიცი. ტყვარჩელში მიდის, გივიმ მოიყვანა.

დაური:(აფხაზურად) აბა, გივი.

ზიტა:(აფხაზურად) წვინარიამ.

დაური:(აფხაზურად) თვითონ რატომ არ წაიყვანა შინ?

ზიტა:(აფხაზურად) წავიყვან მე ამას, დავაძინებ.

დაური:(აფხაზურად) არა, იყოს აქ! (არაყს ისხამს)

ზიტა:(აფხაზურად) გეყოფა ამდენი სმა დაური, დაიძინე შენც!

დაური:(აფხაზურად) შენ არავინ გეკითხება, ქალო! (სვამს და ისევ ისხამს)

ზიტა:(აფხაზურად) კაი, ახლა დაური! სირცხვილია, სტუმარია მაინც!

დაური:(აფხაზურად) ვინაა სტუმარი? ეს? ჩემი ხელითაა მოსაკლავი ის მამაძაღლი წვინარია… რა უნდა ქართველს ჩემს ოჯახში?!. (კვლავ ისხამს არაყს და რუსულად მიმართავს ბიჭს) მისმინე ბიჭო, ამ ომში მე შვილი დავკარგე, ერთადერთი შვილი! ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი!.. (სვამს) დალიე! მიდი, შენც დალიე!

ზიტა:(აფხაზურად) არ ესმის დაური შენი ლაპარაკი, ყრუ-მუნჯია…

დაური:(აფხაზურად) არ არის ეს ყრუ-მუნჯი, ყველაფერი ესმის… (რუსულად) დალიე მეთქი შენ გეუბნები! დალიე!

ზიტა:(აფხაზურად) დაანებე თავი, ბავშვია ჯერ.

დაური:(აფხაზურად) არც ჩვენი შვილი იყო დიდი!.. ჰო, კარგი, დააძინე… (რუსულად) წადი შვილო, წადი დაიძინე… შენ რა შუაში ხარ…



26:01 წთ-დან 30:02 წთ-მდე

მანქანის დაძვრის ხმა.

ნური: (ღიღინებს, შემდეგ იწყებს ლაპარაკს რუსულად) ამ ომში, შენი ხნის უდედმამო ბიჭი იყო ჩვენთან… ვალერა, სუფთა „სინ პოლკა“, გაიგე?

12წ. თედო: (რუსულად) და… და…

ნური: ხოდა, დაგინახე თუ არა ის გამახსენდა. ზუსტად შენი ტოლი იქნებოდა. ერთხელ სანგრებში ვსხედვართ, საჭმელი კი გვაქვს, მარა სიგარეტი გაგვითავდა, ვგიჟდებით ისე გვინდა მოწევა, ეს კი წავიდა და საიდანღაც ერთი ბლოკი „მალბორო“ არ მოიტანა?! შუა მინდორში! ხო აზრზე ხარ?! გავგიჟდით, ვეკითხებით სად იშოვა, არ გვეუბნება, თქვენ მოწიეთ, რა გინდათო! გაიგე?! მე მაშინ ერთი ბოთლი ვისკი მქონდა, შოტლანდიური – „ბელაია ლოშად“, ჩემი დაბადების დღისთვის მინდოდა. 23 ოქტომბერს ვარ დაბადებული, მაშინ მინდოდა გამეხსნა… გაიგე?

12წ. თედო: (რუსულად) და… და…

ნური: ჰოდა, დავკარგე, ძალიან მეწყინა, მარა რაღას ვიზამდი? მერე გავიგე, რომ ეს მაიმუნი, თურმე ქართველებთან არ დაძვრებოდა სანგრებში?! ეს ვისკიც იმათთვის წაუღია! რა ვქნა სასმელს სვამდნენ და შემოელიათო. რომ არ გამქცეოდა მოვკლავდი, ჩემი ვისკი ქართველებს როგორ დაალევინე-მეთქი?! ვაა, აბა ის „მალბორო“ კარგი იყოო?! თურმე იმათთვის გამოურთმევია… ბიჭებს სიგარეტი შემოელიათ და უნდა წაუღოო… ეჰ, ვალერა, ვალერა… ერთხელ არ გამოჩნდა, სამი დღე არ მოვიდა… მერე ამბავი მოიტანეს, ნაღმზე აფეთქდაო… შენ რამდენი წლის ხარ, ბიჭო?..

12წ. თედო: (რუსულად) და… და…

ნური: რამდენი წლის ხარ, ბიჭო?..

12წ. თედო: (რუსულად) და… და…

ნური: შენ რა არ გესმის რუსული?

12წ. თედო: (რუსულად) ნეტ!

ნური: სომეხი ხარ?

12წ. თედო: (რუსულად) ნეტ!

ნური: აბა, ვინ ხარ?

12წ. თედო: (რუსულად) გრუზინ!

გაზის მომატები მკვეთრი ხმა. დამუხრუჭება

ნური: ჩამოდი მანქანიდა. ამ გზას გაყვები და პირდაპირ ტყვარჩელს მიადგები.

ვიდეოები „რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre"-ისგან