დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო

05/23/2014
Lasha Phutkaradze-ის მიერ

\"ადამიანი იღლება, ადამიანს უჭირს იმ ჯვრის ტარება რომელიც მისცა მას უფალმა და ხშირი შემთხვევაა როცა ჩვენ თვითონ ვამძიმებთ ამ ჯვარს, არის შემთხვევა როცა ადამიანი ეცემა, ვეღარ მიდის წინ, ეცემა და სთხოვს უფალს, რომ უფალო მე არ მაქვს ძალა, რომ მოვიდე შენთან, შენ მოდი ჩემთან. ეს ძალიან ხშირია ჩვენს ცხოვრებაში და ამისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ცხოვრების გზა მუდამ ფიანდაზებით და ყვავილებით მორთული არ გვექნება, გვექნება განსაცდელი. საოცარი ფსიქოლოგი ბრძანდებოდა მეფე დავითი და ამბობს: \"და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა.\" აი რა უნდა გავაკეთოთ იმ დროს, როცა მოეწყინება ჩვენთანა სულსა ჩვენსა?!ძალაგამოცლილები უნდა ავდგეთ და ისევ უფალს ვთხოვოთ ძალა. ასეთი უძლურება აქვს ყოველ ადამიანს და მეც თქვენთან ერთად. იყო ისეთი დღეები, ისეთი თვეები და წლები, როცა ძალიან უჭირდა ეკლესიას და ვეღარ ვპოულობდი გზას, აი იმ დროს დაიწერა ეს ძალიან უბრალო, მაგრამ გულიდან ამოსული სიტყვები და საგალობელი: დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო\"
ილია II
http://goo.gl/rwrOMd (ვიდეო)

თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი - მოდი ჩემთან უფალო (Davigale, modi chemtan upalo)

ავტორი: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ილია II

სოლისტი და არანჟირება: პაატა ცეცხლაძე

The Patriarchal Choir of The Holy Trinity Cathedral of Tbilisi - Come to Me Lord

Author: Catholicos-Patriarch of All Georgia, the Archbishop of Mtskheta-Tbilisi and Metropolitan bishop of Abkhazia and Bichvinta, His Holiness and Beatitude Ilia II

Патриарший Хор Тбилисского Кафедрального Собора во имя Святой Живоначальной Троицы - Приходи ко мне Господь мой

Автор: Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии, Архиепископ Мцхето-Тбилисский и митрополит Бичвинтский и Цхумо-Абхазский Илия II

The Katskhi pillar (Georgian: კაცხის სვეტი, kac'xis svet'i) is a natural limestone monolith located at the village of Katskhi in western Georgian region of Imereti, near the town of Chiatura. It is approximately 40 metres (130 ft) high, and overlooks the small river valley of Katskhura, a right affluent of the Q'virila.


1st and 2nd Photo by Levan Nioradze