წარმატების საიდუმლო #1 - საკუთარი თავის რწმენა

07/26/2022

რა დგას შენსა და წარმატებას შორის?


Contact -   / _cyber_guts_  


ადამიანის უმნიშვნელოვანესი თვისება წარმატებისთვის არის თავდაჯერება, თვითრწმენა და ადეკვატური თვითშეფასებაა — ადამიანის წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ, რომელიც ასახავს თვითპატივისცემისა და თვითმიღების ხარისხსაც. თვითშეფასება წარმოადგენს მე-კონცეფციის პირადი ღირებულების, კომპეტენტურობის განცდიდან გამომდინარე შეფასებას. მასლოუს თანახმად, შეფასების მოთხოვნილება დაკავშირებულია თვითაქტუალიზებული პიროვნების ჩამოყალიბების პროცესთან. მისი აზრით, ყველა ადამიანს აქვს მოთხოვნილება თუ სწრაფვა ჰქონდეს საკუთარი ღირებულების, თვითპატივისცემის მყარი, სტაბილური განცდა და შეფასება არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარშემომყოფთა მხრიდანაც.

ადლერი საკუთარ პიროვნების თეორიაში ძირითადად იმ აზრს ეყრდნობოდა, რომ პირველადი არასრულყოფილების დაძლევისა და კომპენსაციის მოთხოვნილება ინდივიდისთვის მამოტივირებელ ძალად იქცევა. ის ამტკიცებდა, რომ ყოველი ადამიანი უნიკალურ პიროვნებას რეალობისა და აღქმული შეუსაბამობის დაძლევისაკენ სწრაფვაში ავითარებს.

ჰორნი თვლიდა, რომ მშობლის სიყვარულს მოკლებული ბავშვები მიდრეკილი არიან დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების განვითარებისკენ (რომელსაც ის განიხილავდა, როგორც ნევროტულ მოთხოვნილებას).

დამტკიცებულია, რომ სიყვარული, სითბო და მიმღებლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია მაღალი თვითშეფასების გასავითარებლად. გარემოსადმი ნდობის ჩამოყალიბება ბავშვს თავიდან ააცილებს გარე სამყაროს წინაშე შფოთვასა და დაძაბულობას. თავის გამოკვლევებში კუპერსმიტმა აღმოაჩინა, რომ მაღალი თვითშეფასება წარმოადგენს მშობლების მიერ მიმღებლობის, რეალისტურ საზღვრებში მოქმედების თავისუფლების არსებობის შედეგს.

საბოლოო ჯამში, თვითშეფასების ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშობლების ყურადღების ხარისხსა და რაოდენობას, მათი მხრიდან ბავშვის უპირობო მიმღებლობას.

თვითშეფასება მრავალგანზომილებიანი ცნებაა. მაგალითად, ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს მაღალი თვითშეფასება პიროვნებათშორის ურთიერთობებში და ამავდროულად დაბალ შეფასებას აძლევდეს საკუთარ წარმატებებს სწავლის სფეროში.

თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა ადამიანში ბავშვობიდანვე ფორმირდება. ოჯახში, სადაც მშობლების თვითშეფასება არის დაბალი, სადაც პასიური დამოკიდებულება აქვთ ცხოვრების მიმართ, მცირეა შანსი იმისა, რომ ბავშვი გაიზარდოს თვითდაჯერებული და ოპტიმისტი, ასევე ჩამოყალიბდეს სოციალურად წარმატებულ ადამიანად. როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავისა და ძალების რწმენა? საფეხურები: პირველ რიგში, შეიყვარეთ საკუთარი თავი ყველანაირი ხერხითა და გზით. ეს თვითშეფასებას მოგიმატებთ. ჩამოწერეთ ყველა ის დადებითი მხარე, რომელიც საკუთარ თავში მოგწონთ. ჩამოწერეთ მცირე ზომის ქაღალდზე თქვენი მთავარი ღირსებები და თან ატარეთ ეს ფურცელი. როდესაც თქვენ შემოგიტევთ არათავდაჯერებულობის განცდა, როცა თქვენი თვითშეფასების დონე დაეცემა, გადაიკითხეთ ეს სია და უკეთ გახდებით. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხართ. მიაქციეთ ყურადღება გარშემომყოფებს: რაღაცით ისინი შეიძლება გჯობდნენ თქვენ, მაგრამ არა ყველაფრით. თქვენც გაქვთ ბევრი ისეთი თვისება, რითიც შეგიძლიათ იამაყოთ და დააფასოთ. შეეცადეთ იყოთ გულახდილი საკუთარ თავთან და ასევე გარშემომყოფებთან. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ძალები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ნაკლოვანებები. იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი განუყოფელი ნაწილი თქვენი პორვნების, როგორც დადებითი ასევეე უარყოფითი. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ იქცევიან თავდაჯერებული ადამიანები თქვენი სანაცნობო წრიდან. როდესაც იქნებით მარტო, უბრალოდ შეეცადეთ გაივარჯიშოთ სიარულის მანერა, ქცევები, გამოხედვა, ხმის ტემბრი. ასევე, არ არის აუცილებელი ვინმე კონკრეტულ ადამიანს მიბაძოთ, შეიძლება რამდენიმე ადამიანისგან აიღოთ საუკეთესო და გააერთიანოთ თქვენში. შეეცადეთ გაუკეთოთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე გარშემომყოფებს. დაეხმარეთ ხნიერ მეზობელს, მაგალითად სურსათის ყიდვით, დაეხმარეთ გაჭირვებულებს. ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს და აკეთებს სიკეთეს, ის უფრო იწყებს საკუთარი თავის დაფასებას. სხვების დახმარებით თქვენ რეალურად საკუთარ თავს ეხმარებით. მიიღეთ ცხოვრება მისი მრვალფერვონებებით. მშვიდად მიუდექით ყველა აღმასვლებსა და დაღმასვლებს, პრობლემებსა და არასასურველ სიტუაციებს. შეაფასეთ რთული სიტუცია რთულად მაგრამ აუცილებლად იპოვეთ გზა მისგან თავდასაღწევად. ნუ ჩავარდებით პანიკაში, გამოსავალი სულ არსებობს. გახსნილად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და გრძნობები რომლითაც იცავთ საკუთარ სიმართლეს. შეეჩვიეთ, რომ დაისახოთ პატარ-პატარა მიზნები და გეგმები რომლებსაც აუცილებლად შეასრულებთ და მიაღწევთ. დროდადრო კი გაართულეთ და გაასერიოზულეთ. პატარა რამის გაკეთებაც კი როდესაც იდეალურ შედეგს ღებულობთ, გეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში. გაიღიმეთ ხშირად. სიცილი სასარგებლოა თვენი შინაგანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ასევე ჯანმრთელობისათვის. არ გაუშველით ხელიდან მომენტი, ხანდახან საკუთარ თავზეც გაიცინეთ ხოლმე. დამტკიცებულია, რომ ტვინი ვერ გაარჩევს იმას, რომ სარკეში ძალით უღიმით საკუთარ თავს. ის აღიქვამს დადებით იმპულსს და მოქმედებს თქვენი ხასიათის გამოსწორებაზე.