ექსკლუზიური ინტერვიუ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან გადაცემაში „იმედი LIVE“

17.07.2022 25:54

▪️„ფაქტი ფაქტად რჩება - მე ვფიქრობ, სწორედ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო გადაწყვიტა საელჩომ, აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტიდან ამოვრიცხულიყავი“ ▪️„რაც განაჩენში აისახა, იმას ვერაფერს ვერ დავამატებ, მოსამართლე იმაზე მეტს ვერ იტყვის, რაც განაჩენში თქვა - ეს ჯერ კიდევ მიმდინარე საქმეა“ ▪️„დიახ, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა მკითხა, რატომ გამოვიყენე პატიმრობა - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კითხვებზე პასუხებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა“ ▪️„საელჩომ ვერ უარყო და ვერც უარყოფდა ჩემთან შეხვედრის ფაქტს“ ▪️„მეორე მხარისგან [აშშ-ის წარმომადგენლისგან] იყო შემოთავაზება, რომ ჩვენი შეხვედრა კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო - ჩვენი საუბრიდან დაახლოებით ერთი საათის ფარგლებში, 20-მდე მედიის წარმომადგენელი დამიკავშირდა პირდაპირი კითხვით: „რატომ დაიბლოკეთ აშშ-ის საელჩოს მხრიდან ამ ვიზიტის ფარგლებში?“ ▪️„მას შემდეგ, რაც ჩემმა კოლეგებმა, სოლიდარობის ნიშნად, უარი თქვეს აშშ-ში ვიზიტზე, აშშ-ის საელჩომ ერთ დღეში შეძლო აბსოლუტურად სხვა ჯგუფის ფორმირება და მათი წაყვანა, თუმცა ესენი არ იყვნენ სასამართლოს შემადგენლობიდან ჩვენი კოლეგები, სავარაუდოდ, იყვნენ ადვოკატთა ასოციაციიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან“ ▪️„სიმართლე გითხრათ, ჩემს კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე - არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული თუ არა?“ ▪️„ვერ და არ დაგიდასტურებთ ფაქტს, რომ, გადაწყვეტილების მიღებისას, ჩემზე პოლიტიკურ ზეწოლა იყო, გადაწყვეტილება მხოლოდ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე მივიღე“ ▪️„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, დიდი თხოვნა მაქვს, რომ ყველა მოერიდოს სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას“ ▪️„მინდა, ქალბატონ ელჩს მივმართო - მე მაქვს ლეგიტიმური უფლება, ვიცოდე, რა ქმედებასთან მაქვს საქმე - მოსამართლე სანქცირებულია თუ არა?“ ▪️ექსკლუზიური ინტერვიუ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება: