საქართველოს დაბადება - იგორ ჩხეიძე

30.07.2020 01:11:45

"რამდენიმე დღის წინ ჩემმა ფეისბუკ მეგობარმა დავით ჩხეიძემ მომწერა, რომ მასაც საქართველოს უახლესი ისტორია აინტერესებს, თვითონაც იკვლევს და ჩემი გადაცემის მაყურებელია. თან შეთავაზება ჰქონდა. მითხრა, რომ მამამისი მაღალი თანამდებობის პირი იყო ჯერ კომუნისტების დროს და მერე ზვიად გამსახურდიას მთავრობაში, ასვევე იყო პირველი პრეზიდენტის მეგობარი და თანამებრძოლი (დავითი ზვიად გამსახურდიას ნათლულიც აღმოჩნდა), შესაბამისად ბევრი საინტერესო რამის მოყოლა შეუძლიაო. ხანმოკლე აზრთა გაცვლა გამოცვლის შემდეგ შევთანხმდით, რომ შემდეგი სტუმარი მამამისი ბატონი იგორ ჩხეიძე იქნებოდა. ბატონი იგორი გადაცემამდე ნახევარი საათით ადრე გავიცანი, ენერგიული და საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ძალიან კარგად გვიცნობდა და ფაქტობრივად პირველივე წუთიდან მარტივად დავამყარეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ჩემი სტუმრის ე.წ. შემოკლებული სივი ასე გამოიყურება: საქ სოფ მრეწვის გენერალური დირექტორის მოადგილე აგრომრეწვმშენკომპლექტი - გენერალური დირექტორი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მინისტრის მოადგილე; მატერიალური რესურსების სამინისტრო - მინისტრი. ჩემი სტუმრისგან მაინტერესებდა გამეგო, როგორ ფუნქციონირებდა საბჭოთა ეკონომიკა, როგორი იყო გარდამავალი ეტაპი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასევე მაინტერესებდა, როგორი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველო პირველი პრეზიდენტის და მისი თანამებრძოლების აზრით და რა იყო ის გადაულახავი წინააღმდეგობები იმ დროინდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელმაც საბოლოოდ იქამდე მიგვიყვანა სანამდეც მივედით. მაინტერესებდა ახალი საქართველოს ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, ვინ იქცეოდა მეგობრულად და ნაკლებად მეგობრულად. ჩემი აზრით, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ. ბატონ იგორთან საუბარი დამეხმარა უკეთ გამეაზრებინა ,,გეკაჩეპეს“ გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ის არჩევანი, რომელიც იმ დროს ზვიად გამსახურდიას მთავრობას დაუდგა." ~/იაგო ხვიჩია/~ ▪️ თუ გსურთ ჩვენთან ერთად დაწეროთ საქართველოს ახლო წარსულის ისტორია და გახდეთ გადაცემის პარტნიორი დააფინანსეთ პროექტი. პორტალზე: www.girchi.com/ge/donate PayPal: paypal.me/ikhvichia გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ #პროცესი #გირჩიპარლამენტში ____________________________________ WEBSITE: https://www.girchi.com/ FACEBOOK: https://facebook.com/GirchiParty/ INSTAGRAM: https://instagram.com/girchiparty/ TWITTER: https://twitter.com/GirchiParty/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

იგორ ჩხეიძის ისტორია - “საქართველოს დაბადება”
01:11:45

იგორ ჩხეიძის ისტორია - “საქართველოს დაბადება”

საქართველოს დაბადება

მერაბ კოკოჩაშვილი ისტორია - “საქართველოს დაბადება”

მერაბ კოკოჩაშვილი ისტორია - “საქართველოს დაბადება”

საქართველოს დაბადება

საქართველოს დაბადება რეგიონებიდან

საქართველოს დაბადება რეგიონებიდან

საქართველოს დაბადება

ვალერი ხაბურძანიას ისტორია - “საქართველოს დაბადება”

ვალერი ხაბურძანიას ისტორია - “საქართველოს დაბადება”

საქართველოს დაბადება

ბესარიონ გუგუშვილის ისტორია - “საქართველოს დაბადება”

ბესარიონ გუგუშვილის ისტორია - “საქართველოს დაბადება”

საქართველოს დაბადება

ბაკურ გულუას ისტორია - “საქართველოს დაბადება”

ბაკურ გულუას ისტორია - “საქართველოს დაბადება”

საქართველოს დაბადება

ანონსი - რევაზ ჩელებაძის ისტორია (16.09.2023)

ანონსი - რევაზ ჩელებაძის ისტორია (16.09.2023)

საქართველოს დაბადება

სერგო ვარდოსანიძის მიერ მოყოლილი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია

სერგო ვარდოსანიძის მიერ მოყოლილი, საქართველოს მართლმადიდებლუ...

საქართველოს დაბადება

ყველა ვიდეო