ალიანს ჯგუფს,Wyndham Hotels \u0026 Resorts-სა და Aimbridge Hospitality EMEA-ს შორის, მემორანდუმი გაფორმდა

27.02.2024 05:48

სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია ალიანს ჯგუფს, უმსხვილეს სასტუმროთა ქსელ Wyndham Hotels \u0026 Resorts-სა და ამერიკულ მმართველ კომპანია აიმბრიჯ ჰოსპიტალიტი ი ემ ი ე-სშორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ალიანს ჰაილაინის C თაუერში ვინდამის ყველაზე მაღალსეგმენტური, Wyndham Grand Residence-ის ბრენდული საინვესტიციო აპარტამენტები განთავსდება, ხოლო ლენდმარკ კომპლექსის მენეჯმენტს ეიმბრიჯ ჰოსპიტალიტი ი ემ ი ე უზრუნველყოფს. თბილისში პირველი წარმომადგენლობითა და ლიდერ სტუმარმასპინძლობის ბრენდებთან კოლაბორაციით, ამ ტიპის საინვესტიციო ბრენდული რეზიდენციის შეძენას ინვესტორები ექსკლუზიურად ალიანს ჰაილაინში შეძლებენ. 🔹 აკაკი სონგულია - ალიანს ჯგუფის დირექტორი და თანადამფუძნებელი; 🔹 სერგეი ეგოროვი - Wyndham Hotels \u0026 Resorts-ის ისრაელის, ცენტრალური აზიისა და CIS-ის განვითარების დირექტორი 🔹 არმინ ებერჰარდი - Aimbridge Hospitality EMEA-ს ვიცე პრეზიდენტი; #უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად;

გაზიარება: