მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს
ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ოფიციალურ საიტს http://trialeti.ge 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. (ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს). წმინდა გიორგი კაპადოკიელი დიდებული იყო, რომელიც რომის ლაშქარში მსახურობდა და თავის სიმამაცით იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიუპყრია. მალე მისი პირადი მცველი და შემდეგ მისი მხედართმთავარიც გამხდარა. გიორგიმ მეფის წინაშე კერპთაყვანისმცემლობა დაგმო და ქრისტიანობა იქადაგა. დიოკლეტიანემ როცა მისი გადაბირება ვერ შეძლო, მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. ლახვარი წმინდანის ხორცის შეხებისას სანთელივით მოიდრიკა. ამის შემდეგ დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა, თუმცა ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა და დიოკლეტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ლოცვის შემდეგ უმახვილოდ განუტევა სული. ქრისტიანობისათვის წამებულ წმინდა გიორგის III-IV საუკუნეებიდან თაყვანს სცემენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ სხვა აღმსარებლობის მორწმუნეები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში – ყურანშიც კი მოიპოვება. საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა. სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, გიორგობას მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ, რაც დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა. წმინდა გიორგის განსასვენებელი იერუსალიმის მახლობლადაა. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია მის მიერ გველეშაპის განგმირვა, რის გამოც ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.
Trialeti TV-ის სხვა ვიდეოები
ცხინვალიდან გათავისუფლებული მამაკაცი გორის სამხედრ...
ხატია წერეთელის ახალი სიმღერის პრემიერა ექსკლუზიურ...
გურამ გულარაშვილის ულამაზესი სიმღერა, ტელეკომპანია...
რადიო ბლოგი- ქალების ჩართულობა, ნდობის აღდგენისა დ...
თრიალეთის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა
დრეს 22:00 ზე ნახავთ
დღეს 22:00-ზე ნახავთ
დღეს 22:00-ზე ნახავთ
მსგავსი ვიდეოები
სააღდგომო ლიტურგია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გურჯაანის ყველაწმინდა / All Saints of Gurjaani
Lasha Mtvaradze
გიორგობის დღესასწაული წმინდა მიწაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
6 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
Rioni.TV
გიორგობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
⚜️ წმინდა მაქსიმე აღმარებლი განღმთობის საფეხურები.საუბარი...
არბოს წმინდა გიორგის სამრევლო
"საუბრები ახალგაზრდებთან" |სერია 1 | 31.10.2023.
არბოს წმინდა გიორგის სამრევლო
გოგნის წმ. გიორგის ტაძარი / Gogni St. George's Church
Lasha Mtvaradze