#1: ციხის უფროსი ხელისუფლებების მძევალ ირაკლი დოკვაძის გამო შიმშილობას იწყებს. თავისუფლება ირაკლის!

03/21/2019
PK TV2-ის მიერ

● გვესტუმრეთ: http://pktv.ge
დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 574 60 34 43;
592 777 311 (ცხელი ხაზი),
ეს გადაცემა ტელეკომპანია PKTV -ის პირდაპირ ეთერში გავიდა 2019 წ. მარტში
გადაცემა 2 ბლოკიანია
ეს გადაცემის 1-ლი ბლოკია. გაგრძელება გადაცემის მე-2 ბლოკში .
სტუმარი: ვლადიმერ (ვალოდია) ტაბაღუა - ირაკლი დოკვაძის ყოფილი ადვოკატი, წლების წინათ კი, იმ ე.წ. \"გუბერსკის\" ციხის უფროსი, სადაც სიკვდილმისჯილთა საკანში იყვნენ მოთავსებულნი დღეს ისევ ხელახალ პატიმრობაში მყოფი ირაკლი დოკვაძე და აწ გარდაცვლილი პეტრე გელბახიანი.
2019 წლის 21 თებერვალს , სამშობლოს სიყვარულს, მამულიშვილობას და ეროვნულობას ზვარაკად შეწირული სინდისის პატიმარი, ირაკლი დოკვაძე 58 წლის გახდა!
თავის იუბილეს 30 წლის ახალგაზრდა ასაკიდან მოყოლებული, ისევ საპატიმროში შეხვდა და ისევ - გაურკვეველი ვადით, თუმცა, ვარდებისა და ოცნების ე.წ. მართლმსაჯულების განჩინებით, მას პატიმრობის ვადა 2018 წლის 25 აპრილს გაუვიდა, მართლაც, რომ დანაშაული ჩაედინა!!!
2004 წელს უდანაშაულოდ ცნობილი, გამართლებული ექს სიკვდილმისჯილი, 2009-ში იმ გამართლებული მუხლით ისევ საპატიმროში აღმოჩნდა, ისევ ნაცვარდების \"მართლმსაჯულების \" განჩინებით და ისევ \"ოცნებების\" მხრიდან ჯერჯერობით აუხდენელი თავისუფლების მოლოდინში...
საზოგადოება ინფორმაციას მოკლებულია!
ირაკლი დოკვაძე ხელს არ აწერს არაერთგზის შეთავაზებულ შეწყალებას - რადგან ის უდანაშაულოა!
ე.წ. \"ეროვნულმა ფრთებმა\" დაუშვეს ფრთები და \"ქოცნაცების საბუდარში \" ჩარგეს თავი, მთავარია, თვითონ არ სციოდეთ, არ შიოდეთ...
ირაკლი დოკვაძე კი... მიივიწყეს, გულიც არ უტოკდებათ დარდით...
ირაკლის კი დედა ენატრება, დედას - შვილი... 82 წლის ქალბატონი გმირი დედაა, მას შვილის უდანაშაულობის ღრმად სწამს, იბრძვის, მაგრამ... ცოტა, ასაკმა მოაძაბუნა და... შვილი უნდა, შვილთან ჩახუტებას ნატრობს, მათი ხიდი - 5 წუთიანი სატელეფონო კავშირია გისოსებს მიღმადან...
ტელეკომპანია PKTV უკვე ერთი წელია, რეგულარულად აშუქებს რეალურ , ობიექტურ ინფორმაციებს ეთერის საშუალებით - ხალხს აწვდის ცნობებს, - ირაკლის ტყვეობის თაობაზე...
თურმე, 2012 წელს, პოლიტპატიმართა სიიდან \"მექანიკურად\" ამოვარდნილა ირაკლის გვარი, როგორც ეს \"დიიდმა ქოცმა პარლამენტარმა\" საჯაროდ განაცხადა...
\"ეროვნულმა ფრთებმა\", უფლებადამცველებმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო სექტორმა, მედიამ - მიაჩუმათა, თითქოს არაფერიც არ მომხდარაო!...მხოლოდ ერთეულნი იბრძვიან, ყვირიან, მოითხოვენ ირაკლი დოკვაძის გათავისუფლებას!
ტელეკომპანია PKTV ულოცავს ირაკლის 58 წლის იუბილეს და სულ მალე თავისუფლებას უსურვებს!
ჩვენმა ტელევიზიამ ჩაწერა რამდენიმე ადამიანი, რომ გადაცემით მიგველოცა სამშობლოსთვის ზვარაკად გამეტებული ქართველი მამულიშვილისთვის, სუფთა ხელებითა და სინდისით, გისოსებს მიღმა, ასეთი ფორმით:
ასე რომ, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან: ეროვნული მოძრაობის წევრი, პოეტი, მხატვარი თენგიზ (ჩოქო) მხეიძე, უფლებადამცველები: ქეთი ბექაური (ირაკლი დოკვაძის ყოფილი ადვოკატი 2004 წელს) და გიორგი თევზაძე, პოლიტიკოსი მალხაზ გორგასლიძე, ირაკლი დოკვაძი დღევანდელი ადვოკატი თამთა ბუზალაძე, ექიმი-გასტროენტეროლოგი ზაქარია როჭიკაშვილი, ირაკლი დოკვაძის მეგობარი ერეკლე ვიბლიანი და ირაკლის ყოფილი ადვოკატი, ე.წ. 'გუბერსკის\" ციხის ყოფილი უფროსი ბატონი ვლადიმერ ტაბაღუა.

ორგანიზაცია \"ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის\", მასთან არსებული საზოგადოებრივი მოძრაობა \"საქართველოს შვილები\" და ტელეკომპანია PKTV მოვითხოვთ უკანონო პატიმრის, შევარდნაძის ხელისუფლებიდან დღემდე ყველა ხელისუფლების მძევალ, ტყვეობაში მყოფ ირაკლი დოკვაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას პატიმრობიდან..
შემოგვიერთდით, მოაწერეთ ხელი ხელისუფლებების ტყვეობაში ყყოფი ირაკლი დოკვაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას, საპატიმროდან !
გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი
ოპერატორები: ზურაბ გულვერდაშვილი, კოტე ბარათელი
მონტაჟი: თამარ ლაშხი.
პროდუსერი: კონსტანტინე ფორჩხიძე
გვიყურეთ ჩვენ (silktv251-ე არხი; მაგთიკომზე (კავკასუსზე)-049-ე არხი; , myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ! სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ!
დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 574 60 34 43;
592 777 311 (ცხელი ხაზი),
FB: PKTV, keti sesiashvili, ქეთი სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების სამსახური; ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის.
ასევე ელ-ფოსტაზე: [email protected]

● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/

● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV

ვიდეოები „PK TV2"-ისგან