„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
▪„ სააკაშვილის პარტიის საყრდენი თავიდანვე ტყუილი, სიძულვილი და ძალადობა იყო - თვითონ კი გახდნენ მილიონერები, მაგრამ სააკაშვილის თვალში, ისინი მასთან დიდ ვალში არიან“ ▪„ყოფილი ნაცი არ არსებობს და ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ბოკერია“ ▪„კეზერაშვილი, თავისი ინტელექტით, არ არის ის ადამიანი, რომელიც გააანალიზებს პოლიტიკურ, სოციალ-ეკონომიკურ სიტუაციას და სწორ არჩევანს გააკეთებს, მაგრამ ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, ობიექტურად, საპროტესტო მუხტი არ არის“ ▪„ვერ წარმომიდგენია, რომ კეზერაშვილს პოლიტიკური ამბიცია ჰქონდეს, დამოუკიდებლად რომ მოინდომოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა, ხომ უნდა ილაპარაკოს და ხომ ვიცით მისი წარსული?“ ▪„მერაბიშვილის გამოჩენა არ უნდათ - მან სააკაშვილზე პერსონალურად იძია შური“ ▪„საქართველომ, რომელიც ყველა პარამეტრით უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და მიიღო 12-პუნქტიანი პირობა, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად დაიწერა - ამას მიაღწიეს კოლექტიურმა „ნაცებმა“, არასამთავრობოებთან და ევროპელ ლობისტებთან ერთად“ ▪„2012 წელს, როგორც კი ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო, სოკოებივით გაჩნდნენ ახალ-ახალი NGO-ები - წლიდან წლამდე, დასავლეთი ერთსა და იმავე NGO-ებს აფინანსებს“ ▪„ვიოლა ფონ კრამონის კრედოა, რომ ყველამ ყველაფერი უნდა გადადოს და რუსეთს ეომოს“ ▪„მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო საჭირო ხდება - ევროპისკენ კარებს გაცილებით უფრო აღებს ღირსეული პოზიცია, როცა პარტნიორებს აგრძნობინებ, რომ მე კი მინდა თქვენთან ვიყო, მაგრამ იმ დოზით, რა დოზითაც თქვენ ხართ დაინტერესებულები, რომ მე ვიყო თქვენთან; ეს კულტურის, ღირსებისა და პოლიტიკის ნაწილია“ ▪„არ დამავიწყდება, ბარამიძე რომ ნატოს მაშინდელ მდივანს შეხვდა - ელაპარაკა, ელაპარაკა, ელაპარაკა და იმ კაცმა თქვა, - ამ საქართველოს რაც გინდათ, უქენით, მაგრამ მე ამას აღარ შევხვდებიო“ ▪„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი / tvimediofficial © Teleimedi LLC 2022
მსგავსი ვიდეოები
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე...
TV IMEDI
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე...
TV IMEDI
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე...
TV IMEDI
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე...
TV IMEDI
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ...
TV IMEDI
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე...
TV IMEDI
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე...
TV IMEDI
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე...
TV IMEDI