ლაშა ჩხვიმიანი: ომი მირჩევნია უსამართლო გარემოში ცხოვრებას
ლაშა ჩხვიმიანი ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა - ეს არის ერთადერთი სახელმწიფო თეატრი საქართველოში, რომელსაც არ აქვს საკუთარი შენობა და არ ჰყავს მუდმივი დასი. მწირი იყო თეატრის ბიუჯეტიც, წელიწადში დაახლოებით 30 000 ლარი. 2019 წელს თეატრმა დადგა ჰენრიკ იბსენის პიესა „ხალხის მტერი“ - ადგილობრივ თვითმმართველობას ეს სპექტაკლი არ მოეწონა და ლაშას ჩინოვნიკებთან ურთიერთობა გაუფუჭდა. დმანისის მერმა რეჟისორს მისწერა, რომ „ასეთი იდიოტიზმი აღარ უნდა განმეორებულიყო“, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს კი დმანისის თეატრის წარმოდგენებზე მისვლა აეკრძალათ. 2022 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში ლაშა ჩხვიმიანი ერთადერთი კანდიდატი იყო - 8 თებერვალს მინისტრმა კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა, დმანისის სამხატვრო ხელმძღვანელად კი იმავე დღეს დანიშნა გიორგი სიხარულიძე, რომელიც არ მონაწილეობდა კონკურსში. დმანისის თეატრის ბიუჯეტი 26 000 ლარიდან 408 462 ათას ლარამდე გაიზარდა. ლაშა ჩხვიმიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანის მხრიდან სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენას სთხოვს. ეს “ონლაინ გალერეა” განსხვავებული პროფესიების, ინტერესების, ასაკისა და გამოცდილების ადამიანების ისტორიებს აერთიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ უსამართლობის მსხვერპლი გახდა: https://www.radiotavisupleba.ge/a/318...
რადიო თავისუფლება-ის სხვა ვიდეოები
რა იციან რუსეთში ბუჩაზე და რას უყვება რუსული მედია...
„ყველაფერი ერთი შეცდომით იწყება“
საზღვაო სეზონი "ოკუპირებულ" ბათუმში
ცოლ-ქმარი, რომელიც წიგნებს წერს
"ეს საქმეები არის ხუხულასავით აგებული"
რა შენდება და რა ინგრევა მთაწმინდაზე
მოსკოვის მითები ნატოზე - პერსპექტივა
მითი #2: ჩინეთიდან ამანათების მიღება არ არის უსაფრ...
მსგავსი ვიდეოები
PKTV - სპექტაკლი "საუკუნის მკვლელობა - დღე, როცა ვერ მოკლეს...
PK TV2
PKTV - რეპორტაჟი და ინტერვიუები სპექტაკლიდან "საუკუნის მკვლე...
PK TV2
თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
Pulsuz taxi- უფასო ტაქსი დმანისში
MarneuliFM Community radio
Georgian Judoists - Georgian Judokas - ქართველი ძიუდოისტები...
Tornike Pkhaladze
UFC მთავარი ჩხუბების ახსნა და არჩევა ვინ იგებს | UFC FIGHT N...
TK International
ეთერი ლიპარტელიანი 2022-ის ტელავივ გრანდ სლემი | Eteri Lipa...
TK International 2