Dariali Gorge Flight | Khevi, Georgia | ფრენა დარიალის ხეობაში | Mini 2 drone video
Dariali Gorge Flight | Khevi, Georgia | ფრენა დარიალის ხეობაში | Dji mini 2 drone video დარიალის ხეობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე თერგის ხეობას ეძახიან. ხეობა იწყება მდინარე ჩხერის შესართავთან, 11 კილომეტრამდეა სიგრძეში და მთავდება ზემო ლარსთან. სახელი სპარსულად "dar-i-alan" ალანთა კარს ნიშნავს. უძველესი დროის უცხოურ გეოგრაფიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც "Porta Caucasicae" - კავკასიის კარი და "Porta Hiberiae" - იბერთა კარი. ქართულ წყაროებში კი “დარიალნი”, “დარიელა”, “იბერიის კარი”, “კავკასიის კარი”, “ივსთა კარი” და სხვა უამრავი სახელით მოიხსენიება. დარიალის ხეობა, გეოგრაფიული მდებარეობით და უძველესი დროიდან გამავალი სავაჭრო და სამხედრო გზით, ორივე კავკასიის დამაკავშრებელ მნიშვნელოვან ხეობას წარმოადგენდა, რომლის კონტროლიც დიდ როლს თამაშობდა არაერთი ქვეყნის პოლიტიკურ ბედზე. გადმოცემის მიხედვით, ხეობაში პირველი ციხესიმაგრე, ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში იბერიის მეფე მირიან პირველს აუშენებია. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ისტორიულ-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ხეობას აკონტროლებდნენ ხან ქართველები, ხან დამპყრობლები. ხეობის ისტორიულ-კულტურული ძეგლებიც არაერთხელაა აღდგენილი. ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლი - გერგეტის სამების ეკლესია დარიალის ხეობაში, დაბა ყაზბეგთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ეკლესია აგებულია იმ ადგილას, სადაც ანდრია მოციქულმა და წმინდა ნინომ აღმართეს ჯვრები ხევში ქადაგების დროს. ამ ადგილას ტაძრის აშენება უკავშირდება მეფე ვახტანგ გორგასალს. ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. თავდაპირველად ის იყო ფერისცვალების სახელზე აგებული. გერგეტის სამება და მონასტერი მოხსენიებულია 1392 წლით დათარიღებულ სითარხნის გუჯარში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, გერგეტის სამების ტაძარი განსაცდელის დროს უნდა ყოფილიყო იყო წმინდა ნინოს ჯვრის სახიზარი ადგილი. გერგეტის ტაძარშია დაწერილი მატიანე “მოსახსენიებელი სულთაი”, რომელიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ცნობებს მოიცავს. ანანურის ციხესიმაგრე შუა საუკუნეების ისტორიულ-კულტურული ძეგლია და მასში თავმოყრილია საერო, საკულტო და სამხედრო დანიშნულების კარგად შემონახული ნაგებობები. ციხესიმაგრე წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს საკვანძო ობიექტს. ანანურის ციხესიმაგრე არაერთხელ ყოფილა შიდა თუ გარე მტრებთან ბრძოლების ეპიცენტრი. მას საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული ისტორია აქვს… დარიალის ხეობაში მდებარე ისტორიულ კულტურულ ძეგლებზე არსებულ მასალებს ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ვიკიპედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში ბმულებზე: დარიალის ხეობა ➜ https://bit.ly/3rL0XyD გერგეტის სამების ეკლესია ➜ https://bit.ly/3j0g8jx ანანურის ციხესიმაგრე ➜ https://bit.ly/3ybAM6Q Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/ FB ➜ https://www.facebook.com/AraGvianiAero © AraGviani #Dariali #mini2 #AraGviani
AraGviani-ის სხვა ვიდეოები
გააზიარეთ | Share
ქეთა წიკლაური და ქეთევან ვარდიაშვილი - თეონა ქუმსი...
დები ნაყეურები "პიკის საათში" | 25.04.2013
ნინო ნაყეური | მზის აკვანი | Nino Nakeuri | Mzis A...
ნინო ნაყეური და მარიამი | ვა გიორქო მა | Nino Nake...
დები ნაყეურები და ნინო სულიაური - პოპური მთის სიმღ...
მამუკა ჩარკვიანი - ჩვენ მოვალთ!
დები გოგოჭურები - პოპური კავკასიურ სიმღერებზე | Th...
მსგავსი ვიდეოები
A Week in Kazbegi, Georgia (Gergeti Glacier, Juta, Truso and...
Going The Whole Hogg | Kim \u0026 Del
ყაზბეგი Kazbegi
TemoMulti
Darial Gorge Terek river Georgia | დარიალის ხეობა | Дарьял...
Moments \u0026 Places
დარიალის ხეობა-Дарьяльское Ущелье -Darial Gorge(Original Mi...
გუდაური | სტეფანწმინდა | გერგეთის სამება | დარიალის ხეობა
Misha Peradze
ყუროს ქედი, საქართველო (4) / Khuro Range, Georgia (4)
Zura Natsvlishvili
ყუროს ქედი, საქართველო (2) / Khuro Range, Georgia (2)
Zura Natsvlishvili
ტბა ყუროს ქედზე, საქართველო / Lake On Khuro Range, Georgia
Zura Natsvlishvili