სახელოვნებო პარადიგმები. ჰარვარდის პროფესორები სტუმრად აბრეშუმის მუზეუმში.N3 Radio Melomen

08/06/2015

ინტერვიუს ნორინ ტუროსთან უძღვება სალომე ფაჩუაშვილი. ინტერვიუ ჩაწერილია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, რომელიც ჰარვარდის უნივერისტეტის პროფესორებს მასპინძლობს. პროფესორების სტუმრობის მიზანია იზოტოპური ანალიზის საშუალებით შეისწავლონ მუზეუმში დაცული აბრეშუმის პარკების კოლექცია, რომელიც წინასწარი ვარაუდით უძველესი და უმდიდრესია მსოფლიო სამუზეუმო კოლექციებს შორის. მათი განცხადებით, აბრეშუმის მუზეუმის ამ კოლექციის შესწავლამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს მეცნიერების წარმოდგენა აბრეშუმის ისტორიის შესახებ.


სამხატვრო აკადემიის რადიო “მელომანზე” გადაცემა \"სახელოვნებო პარადიგმები\" წარმოგიდგენთ თანამედროვე ქართველ მეცნიერებს, რომლებიც სხვადასხვა ჰუმანიტარული დარგების ინსტრუმენტარიით იკვლევენ და ადგენენ ხელოვნების განახლებულ ფუნქციას, აღწერენ და იკვლევენ კულტურის, სოციუმის, ხელოვნებისა და ფილოსოფიური აზრის გზაჯვარედინზე დაბადებულ ახალ რეალობას.
სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანი. მოუსმინეთ საუკეთესო მუსიკას 24 საათის განმავლობაში... http://31.146.9.55:8000/livemp3.m3u ან სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდიდან : http://www.proglonet.com/radio/index.htm

ვიდეოები „რადიო მელომანი"-ისგან