რატომ ძვირდება კომერციული და საოფისე უძრავი ქონება? - ბაზრის ანალიზი
სავაჭრო ცენტრებში არსებული ვაკანტური ფართების რაოდენობა მცირდება, მოთხოვნის ზრდის ფონზე კი იჯარის ფასი მზარდია.
„თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებული სექტორული მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში ფასი 7.4%-იან ზრდას აჩვენებდა. თუკი 2023 წელს ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 22 აშშ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 24.1 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება ვაკანტური ფართების რაოდენობას, კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 4.7%-მდე შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით დაბალია. 2023 წელს დედაქალაქის მთავარ სავაჭრო ცენტრებში 23 310 კვადრატული მეტრი ფართობი იყო თავისუფალი, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 13 648 კვ.მეტრს შეადგენდა.
კომერციული უძრავი ქონება მაღალ მოთხოვნას ინარჩუნებს მიმდინარე პერიოდისთვისაც. კვლევით ორგანზიაციებში აცხადებენ, რომ სავაჭრო ცენტრების მიღმა ხუთ ძირითად ქუჩაზე თავისუფალი ფართების რაოდენობა 3-დან 10%-მდე მერყეობს. რაც შეეხება გასაყიდ ფართებს, კომპანიაში ამბობენ, რომ ამოწურული რესურსის გამო ტრანზაქციების რიცხვი კლებას აჩვენებს.
სტუმრები: რამაზ შარაბიძე - “კოლიერს ჯორჯიას” კომერციული საბროკერო სერვისების ხელმძღვანელი;
ნინო მაღრაძე - Cushman & Wakefield Georgia, სტრატეგიული განვითარებისა და კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...
მსგავსი ვიდეოები
რატომ ძვირდება პროდუქცია?
Maestro Television
რატომ ძვირდება ბათუმში საბაგიროთი მგზავრობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რატომ ძვირდება საწვავი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რატომ ძვირდება თამბაქო?
MULTIMEDIA GE
რატომ ძვირდება პროდუქტები?
ISETchannel
რატომ ძვირდება წამლები?
Business Media Georgia
რატომ ძვირდება პარკირების საფასური?
Ajara TV
რატომ ძვირდება წამლები?
Business Media Georgia