http://www.kutaisipost.ge/akhali-ambe....
ხუთი თვის წინ, როცა ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაცია დაანონსა, თან ხიდის ესკიზიც გაასაჯაროა. ხიდის განახლებული ვერსია საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავიდანვე დაიწუნა. ადგილობრივები ხიდის ვიზუალის გამო პროტესტს საჯარო სივრცეში ღიად გამოხატვდნენ და ქალაქის მერს მოუწოდებდნენ, აღნიშნული პროექტით არ მომხდარიყო ხიდის რეაბილიტაცია. მით უფრო, რომ ესკიზის შედგენა საზოგადოების ჩართულობით არ მომხდარა და მერიას მის პროექტირებაზე ტენდერიც არ გამოუცხადებია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაშინ თავი იმით იმართლა, რომ ხიდის პროექტი ქალაქს არქიტექტორმა გია ხუჯაძემ აჩუქა. საზოგადოების ნაწილისთვის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ხიდზე იმიტირებული თეთრი ქვების განთავსების იდეა, რადგან თვლიდნენ, რომ ქვები მდინარეშიც საკმარისი იყო. საბოლოოდ მერიამ ხიდზე თეთრი ქვები არ განათავსა, თუმცა, ხიდის ვიზუალი მოულოდნელად შეიცვალა და ქუთაისელებმა თეთრის ნაცვლად ჟანგისფერი ხიდი მიიღეს.
30.10.2018