გილიგები u0026 ღამის შოუს ბენდი | არ დათვალო

09/13/2022
TV IMEDI-ის მიერ

სიმღერა და ტექსტი | გიორგი გილიგაშვილი
ვერსია | გელა გნოლიძე
Sound Production | პაატა ფაცურია

სიმღერის ტექსტი:
არ დათვალო, დაიღლები, ცაზე ბევრი ვარსკვლავებია,
ჯობია, მანახო გზები,სადაც თავგადასავლებია,
იმიტომ მოგეფერები,რომ შეგასხა მხრებზე ფრთები,
ვგრძნობ,ჩვენ შორის არის ქიმია
შორიდან აგედევნები, ახლო მოსული ვიბნევი,
ვიცი, ბევრჯერ გაგღიმებია.

და მე მსურს, შენ იყო მზე, მე ვიყო მთვარე,
ვარსკვლავებმა გვითვალთვალონ
ჩვენი სიყვარულის წლები საათებმა ვერ დათვალონ,
შენ იყო მზე, მე ვიყო მთვარე, ვარსკვლავებმა გვითვალთვალონ
ჩვენი სიყვარულის წლები პლანეტებმა ვერ დათვალონ.

არ დავითვლი, დავიღლები,თვალშიც ბევრი ვარსკვლავებია,
ჯობია, მანახო გზები,სადაც თავგადასავლებია
იმიტომ მომეფერები, რომ შემასხა მხრებზე ფრთები,
ვგრძნობ ჩვენ შორის არის ქიმია,
შორიდან ამედევნები,ახლო მოსული იბნევი
იცი ბევრჯერ გამღიმებია

და მე მსურს, შენ იყო მზე, მე ვიყო მთვარე,
ვარსკვლავებმა გვითვალთვალონ
ჩვენი სიყვარულის წლები საათებმა ვერ დათვალონ,
შენ იყო მზე, მე ვიყო მთვარე, ვარსკვლავებმა გვითვალთვალონ
ჩვენი სიყვარულის წლები პლანეტებმა ვერ დათვალონ.

არ დავთვალო ,დაიღლები
უთვალავი ვარსკვლავებია,
ჯობია ვიფრინოთ გზები,
სადაც თავგადასავლებია

და მე მსურს, რომ იყო მზე, მე ვიყო მთვარე,
ვარსკვლავებმა გვითვალთვალონ
ჩვენი სიყვარულის წლები საათებმა ვერ დათვალონ,
შენ იყო მზე, მე ვიყო მთვარე, ვარსკვლავებმა გვითვალთვალონ
ჩვენი სიყვარულის წლები კალენდრებმაც ვერ დათვალონ.
შენ იყო მზე, მე ვიყო მთვარე,
ვარსკვლავებმა გვითვალთვალონ

#ღამისშოუ #ღამისშოუსბენდი #არდათვალო #გილიგები
© Teleimedi LLC 2022