გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად, ხშირ ტყეში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის V ს-ის წმ. მარინეს ეკლესია, VI-VII სს-ის ყოვლადწმიდის სამეკლესიანი ბაზილიკა, მოხატული XVI-XVII სს-ში, და სხვადასხვა დროის მცირე სამლოცველოები, მარანი და სხვა ნაგებობათა ნანგრევები; მონასტერს გარს ევლება დაბალი გალავნის კედელი.
სამონასტრო კომპლექსში ყველაზე ადრეულ ნაგებობას წარმოადგენს წმ. მარინეს მცირე ზომის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ნაგებია რიყის ქვით, ხოლო სარკმლებთან შირიმის ქვებია გამოყენებული.
ეკლესია მარტივი ჯვრის ტიპისაა, რომელსაც გეგმაში საფუძვლად უდევს ტოლმკლავებიანი ჯვარი. აღმ. მკლავი შიგნით დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აბსიდით და მცირე ბემით. მკლავთა გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი გარედან აღმ.-დას.-ის ღერძზე აგებული ორქანობიანი სახურავის ქვეშაა მოქცეული. გუმბათის ყელი ძალიან პატარაა (იგი არ აღემატება 0.5 მ-ს) ნაცვლად გუმბათისა აქ დამრეცი, უსწორო ზედაპირის მქონე კამარაა.
ეკლესიას აშუქებს ყოველ მკლავში გაჭრილი თითო პატარა, ვიწრო სარკმელი და სამხრ. ერთადერთი შესასვლელიდან შესული სინათლე.
საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული იატაკის დონესთან შედარებით; საკურთხევლის ქვემოთ, კედელთან, სწორკუთხოვანი ტრაპეზი დგას. ეკლესია შიგნიდან ერთიანად შელესილი და მოხატულია.
საკურთხევლის აბსიდზე გამოსახულია ვედრების თემა. კომპოზიციის მთავარანგელოზთა გამოსახულებები ბემის კედლებზეა გადანაცვლებული.
ჯვრის მკლავთა კამარებზე საუფლო ციკლია წარმოდგენილი. მოხატულობის ქვედა რეგისტრები, არსებითად, წმიდათა და მოწამეთა გამოსახულებებს ეთმობა.
„ყოვლადწმიდის“ სამეკლესიანი ბაზილიკა ნაგებია მსხვილი რიყის ქვით, ხოლო ფასადების კუთხეები, კამარის საბჯენი თაღები და სარკმელთა მოჩარჩოება-ნაწყობია შირიმის ქვით.
სამეკლესიანი ბაზილიკის (19.5 X 14 მ) შუა ეკლესიას სამმხრივი გარშემოსავლელი აქვს, რომელიც გვერდის ეკლესიებსა და მათ შემაერთებელ დას. გასასვლელს შეიცავს. საკურთხევლის ორსავე მხარეს გამოყოფილია გეგმაში სწორკუთხოვანი სამკვეთლო და სადიაკვნე, ხოლო დას. ნაწილში მეორე სართულზე პატრონიკეა განთავსებული.
მთავარი ეკლესიის საკურთხევლის ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის ბაქანი სამი საფეხურითაა ამაღლებული. აბსიდს მთელ პერიმეტრზე ამაღლებული საფეხური დაუყვება, რომელსაც სარკმლის ქვეშ მონასტრის წინამძღვრისთვის გამოყოფილია დასაჯდომი. სარკმლის ორსავე მხარეს თითო სწორკუთხი ნიშია დატანებული. საკურთხევლის ცენტრში გვიანდელი სწორკუთხა აგურის ტრაპეზი დგას.
დას. ნაწილში მდებარე პატრონიკე ერთ დიდ ნალისებრ და წვეროსთან ოდნავ შეისრული ფორმის თაღს ეყრდნობა. თაღის ჩრდ. ნაწილში ზევით ვერტიკალური ხვრელია მოწყობილი პატრონიკეზე ასასვლელად. ხვრელი იატაკის დონიდან საკმაოდ მაღალზეა და, როგორც ჩანს, მასზე მისადგმელი კიბით ადიოდნენ. პატრონიკეს დას. კედელში ორი ფართო, ნალისებრი თაღით დასრულებული ღიობია, რომლითაც პატრონიკე სტოას მეორე სართულს უკავშირდება.
სიმაღლის შთაბეჭდილებას აძლიერებს საკურთხევლის გრძელი, ნალისებრი თაღით დასრულებული სარკმელი. რამდენადმე უფრო ქვემოთ, გვერდითი ნავების ღერძზე, ვიწრო სარკმლებია გაჭრილი. გარდა ამისა, მიწის დონეზე ნავებთან საკურთევლის ქვეშ მოწყობილ გრძელ სამარხებში შესასვლელი ორი დაბალი სწორკუთხა კარია გაჭრილი.
დანარჩენი ფასადების გადაწყვეტაში, უპირველეს ყოვლისა ყურადღებას იპყრობს ორ-ორ თაღიანი და სამთაღიანი (სამხრ.-ით) შესასვლელები.
დღეისათვის კომპლექსში შემავალ ნაგებობათაგან (გალავანი, თაღები, დამხმარე ნაგებობანი) ზოგი დანგრეულია, ზოგიც საკმაოდ დაზიანებულია და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.
სამონასტრო კომპლექსი შედის გურჯაანი-ველისციხის ეპარქიაში (ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა)).
#Zegaani
#Church
#Monastery
#Gurjaani
#Kakheti
#Georgia