გადაცემა 'ჰეშთეგის' განცხადება / ჰეშთეგი / Hashtag
დღეს შემოქმედებითი ჯგუფი დირექტორთან შეხვედრას მართავდა. გიორგი კოხრეიძესთან შეხვედრის მიზნად ჩვენ წარმოგვედგინა იმ გარემოზე საუბარი, რომელიც ტელევიზიაშია შექმნილი და რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას. შეხვედრაზე დირექტორმა გადაცემა ჰეშთეგს ბრალი დაგვდო მიკერძოებულობაში. გიორგი კოხრეიძე გუშინ ჩვენს ეთერში გასული ვიდეო დაიწუნა. გუშინ ჩვენ მაყურებელს ვაჩვენეთ ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილისა და დირექტორის პოზიციები, რომელიც ტელევიზიაში შექმნილ მდგომარეობას ეხებოდა. დირექტორმა ჩვენს გუშინდელ სიუჟეტს სპექტაკლი უწოდა და განაცხადა, რომ ამ ვიდეოს აუცილებლად განიხილავენ ექსპერტები, თუმცა არგუმენტირებული დასაბუთება - რატომ იყო ვიდეო მიკერძოებული, მისგან ვერ მოვისმინეთ. ჩვენ გვსურს მოვუწოდოთ მაუწყებლის დირექტორს გიორგი კოხრეიძეს, ბოდიში მოუხადოს ჰეშთეგის გუნდს აღნიშნული შეფასების გამო ან დაასაბუთოს ის. ამისთვის კი არსებობს როგორც ტელევიზიის შიდა, ასევე გარე მექანიზმები . ბრალდების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელიც დირექტორმა შეხვედრაზე გააჟღერა, გულისხმობდა იმ ფონს, რომელზეც დირექტორი ჩავწერეთ. მსგავს საკითხებში ჩარევა კი ნამდვილად ცდება მაუწყებლის დირექტორის კომპეტენციას. Credit: TV Show Hashtag ✉️ [email protected] Like us on Facebook: / tvshowhashtag
ჰეშთეგი / Hashtag-ის სხვა ვიდეოები
არა ძალადობას / ყურადღება ბავშვებს / გიორგი ლელაძი...
ყურადღება ბავშვებს / აზარტული თამაშები / ჰეშთეგი /...
ოჯახში ძალადობა / საია / ჰეშთეგი / Hashtag - მერაბ...
საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება...
ამ რომანში ყველა კვდება / ბექა ადამაშვილი / 9 კითხ...
ჰეშთეგი / Hashtag - ნინია კაკაბაძე / საზოგადოებრივ...
#ტექდათვალიერების მონიტორინგი / ეკა ლალიაშვილი / ჰ...
ჰეშთეგი / Hashtag - სატრანსპორტო პოლიტიკა / ეკა ლა...
მსგავსი ვიდეოები
თამარ ჯაყელი - "ანას ბაღის" პროტესტის შესახებ
ახალგაზრდა მწვანეები • Georgian Young Greens
#ჰეშთეგი / სტუმარი: ანდრო ენუქიძე (გასტროლი ბელარუსიაში)
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
დისკუსია №6 – მედია და საზოგადოება
batumi ijh
კონგრესის შუალედური არჩევნები
ამერიკის ხმა
გიორგი ფცქიალაძე - პოლიტიკა და ეკოლოგია
ახალგაზრდა მწვანეები • Georgian Young Greens
ვაშინგტონში ნატოს 70 წლისთავი აღნიშნეს
ამერიკის ხმა
ნატო-საქართველოს ურთიერთობები @ აჭარის ტელევიზია LIVE
Georgian Institute of Politics
ბერძნული დიასპორა ჰეშთეგი Hashtag
batumi ijh