გადაცემა 'ჰეშთეგის' განცხადება / ჰეშთეგი / Hashtag

12/03/2019
ჰეშთეგი / Hashtag-ის მიერ

დღეს შემოქმედებითი ჯგუფი დირექტორთან შეხვედრას მართავდა. გიორგი კოხრეიძესთან შეხვედრის მიზნად ჩვენ წარმოგვედგინა იმ გარემოზე საუბარი, რომელიც ტელევიზიაშია შექმნილი და რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას.



შეხვედრაზე დირექტორმა გადაცემა ჰეშთეგს ბრალი დაგვდო მიკერძოებულობაში. გიორგი კოხრეიძე გუშინ ჩვენს ეთერში გასული ვიდეო დაიწუნა. გუშინ ჩვენ მაყურებელს ვაჩვენეთ ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილისა და დირექტორის პოზიციები, რომელიც ტელევიზიაში შექმნილ მდგომარეობას ეხებოდა.


დირექტორმა ჩვენს გუშინდელ სიუჟეტს სპექტაკლი უწოდა და განაცხადა, რომ ამ ვიდეოს აუცილებლად განიხილავენ ექსპერტები, თუმცა არგუმენტირებული დასაბუთება - რატომ იყო ვიდეო მიკერძოებული, მისგან ვერ მოვისმინეთ. ჩვენ გვსურს მოვუწოდოთ მაუწყებლის დირექტორს გიორგი კოხრეიძეს, ბოდიში მოუხადოს ჰეშთეგის გუნდს აღნიშნული შეფასების გამო ან დაასაბუთოს ის. ამისთვის კი არსებობს როგორც ტელევიზიის შიდა, ასევე გარე მექანიზმები .

ბრალდების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელიც დირექტორმა შეხვედრაზე გააჟღერა, გულისხმობდა იმ ფონს, რომელზეც დირექტორი ჩავწერეთ. მსგავს საკითხებში ჩარევა კი ნამდვილად ცდება მაუწყებლის დირექტორის კომპეტენციას.
Credit: TV Show Hashtag
✉️ [email protected]
Like us on Facebook:   / tvshowhashtag

ვიდეოები „ჰეშთეგი / Hashtag"-ისგან