ინტერვიუ ოლიმპიელების დიზაინერთან

07/30/2024

პარიზის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველი სპორტსმენების ფორმებს სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თემა დღესაც აქტუალურია, ისევ კითხულობენ ვინ არის დიზაინერი?

რადიო თავისუფლებამ ჩაწერა ინტერვიუ კოსტიუმების დიზაინერთან, სიმონ მაჩაბელთან. ის 90-იანებში სწავლობდა სცენოგრაფიასა და კოსტიუმების დიზაინს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ თეატრის კოსტიუმებს – ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში, სამაგისტრო კურსი 2008 წელს დაასრულა ლონდონის სენტ მარტინსის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში.

პირადი კოლექციების პარალელურად თეატრალურ, კინო და საოპერო სცენისთვის ქმნის კოსტიუმებს, თანამშრომლობს საქართველოსა და ევროპის ქვეყნების თეატრებთან.

სიმონ მაჩაბელს ეკუთვნის 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადის კოსტიუმიც.

--

🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge

გამოგვყევი 👇🏻

Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3
Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3
Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp
TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws
Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან