აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სთხოვს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზ-დანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას. „ყაზტრანსგაზ თბილისში“ აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ძირითადად დაკეტილ ბინებში, გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები. სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi
Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi