საზ.მაუწყებლის დირექტორად თინა ბერძენიშვილი აირჩიეს

09/25/2020
MULTIMEDIA GE-ის მიერ

საზ.მაუწყებლის დირექტორად თინა ბერძენიშვილი აირჩიეს, მას ბორდის 8 წევრმა მისცა ხმა. კონკურსის მეორე ტურში სულ სამი კანდიდატი მონაწილეობდა, ესენი იყვნენ: თინა ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძე.

თინათინ ბერძენიშვილი უკვე იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვინაიდან ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობის პერიოდში ის მისი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გენერალური დირექტორი ტელევიზიას 6 წლის ვადით უხელმძღვანელებს.



მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან