Bachi Gabaidze/ბაჩი გაბაიძე - საქართველოზე ლექსი
მოდიოდა ნინო მთებით ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა... და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ, თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ... მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი... მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი... თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, - ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე? მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი? მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე... მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო, ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა? „ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო... გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა, მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს? თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ... ანა კალანდაძე 1954 Content from: https://kids.ge/poesy-verse?id=94 Kids.ge
მსგავსი ვიდეოები
baChi gabaidze / ბაჩი გაბაიძე -- "ჩემო თვალნათელო... ჩემო სა...
Bachi Gabaidze
hoida nana /ჰოიდა ნანა (ჩაუმქრალი სანთლები) bachi gabaidze-
Bachi Gabaidze
💫ლეონორ როტესი და საბა დევდარიანი | „პასო დობლე“ ცეკვავენ ვ...
BACHI
ღამე ყორანივით შავი ( ბაჩი ოგნაძე)
bachi ognadze
ყველაზე სუფთა გულით ნათქვამ სიტყვებს ყველაზე დიდი სულიერი ფა...
Bachi Khuridze
პირველი ვიდეო მუსიკა მიტოვებული სახლი დგას მთაში
Bachi Suramelashvili
1921 წლის ოკუპაცია 2
Bachi Mania
გია ნადარეიშვილის ექსპერიმენტები ხორბლის ყანაზე
bachi sulamanidze