მეორე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“ - ნაწილი 2

12/02/2021
Ilia State University-ის მიერ

19 ივნისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, თბილისში გაიმართა მეორე ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“ ონლაინ, პლატფორმა ზუმის საშუალებით. ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების მასწავლებლები, რომლებმაც წარმადგინეს მოსწავლეებთან ერთად განხორციელებულ პროექტები. ფესტივალის დევიზია „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“.

კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული ოთხი საუკეთესო პროექტი საქართველოს სახელით 2022 წლის მარტში წარდგება საერთაშორისო ფესტივალზე პრაღაში.

პროექტის შესახებ:
Science on Stage – „მეცნიერება მთავარ როლში“ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ქსელია, რომელშიც 30 ქვეყანაზე მეტია გაერთიანებული. საქართველო ამ ქსელის წევრია 2016 წლიდან.
საქართველოში Science on Stage -ის ოფიციალური წარმომადგენელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS-ი

ვიდეოები „Ilia State University"-ისგან