უკანონო ინსტალაცია ხურვალეთთან

საოკუპაციო ხაზთან ისევ გრძელდება უკანონო კონსტრუქციის მშენებლობა. ეს უკვე მესამე ინსტალაციაა სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც სავარაუდოდ, სათვალთვალოდ იქნება გამოყენებული. კონსტრუქციის ადგილზე ამ ეტაპზე არ არის გავლებული მავთულხლართები, დამონტაჟებულია მხოლოდ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე იქნება განხილული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები