ჟურნალი „ბომონდი“ მომავალი წლიდან ერთგულ მკითხველს სასიამოვნო სიახლეს შესთავაზებს

12/27/2018
Music Box-ის მიერ

გამორჩეული ქალბატონების სილამაზის საიდუმლო სხვადასხვა დეტალებშია. ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქართული ჟურნალი „ბომონდი“, რომელიც უკვე წლებია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ძალიან სასიამოვნო სიახლეს გვპირდება. კერძოდ კი, მომავალი წლიდან ჟურნალი ერთგულ მკითხველს ახალ გამოცემას „ბომონდი beauty“–ს შესთავაზებს, სადაც ქალბატონებისთვის სილამაზისთვის აუცილებელი საიდუმლო რეცეპტები და რჩევები იქნება წარმოდგენილი. აქვე გეტყვით, რომ ეს იქნება დამატება „ბომონდის“ მთავარ გამოცემასთან ერთად. ამასთან დაკავშირებით ჟურნალმა საღამო გამართა, სადაც მოწვეულ სტუმრებს შორის „ბომონდის“ პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები და მეგობარი ქალბატონები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ერთმანეთს თავიანთი სილამაზის საიდუმლო რეცეპტები გაუმხილეს.
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები

ვიდეოები „Music Box"-ისგან