Margo Performance Theatre - The New Best Easy Life (to the Pompeii Frescoes), Preview, 2020

08/10/2020
MARGO Performance Theatre-ის მიერ

The New, Best, Easy Life (to the Pompeii Frescoes), video, 13:51

www.margotheatre.com

The New, Best, Easy Life – found inscription on a large black plastic recycling bag – is the title and concept of the theater’s current work, which began with the diaries of Richard Foreman. Some fragments of the text have been deconstructed and transferred into movement snippets and recombined again to obtain new forms and meanings. Scenographically, the work is defined as having casual or surface sensibility, with light and simple cabaret mise-en-scènes, using the aesthetics of everyday ready-made garb from shopping malls.

Margo Korableva Performance Theatre operates on the platform of relativistic synthetics efficiency. It takes items, deconstructs them apart and re-loads them as a brand new, redesigned content. The theater group applies the method of carnivalism and dialogism to achieve body and mind proximity, the interpenetration of action and text, sometimes using two opposite theater scenes at the same time or remains to work on the basis of rehearsals in the form of performances.

With: Nutsa Iashvili, Ana Kalandarishvili, Keto Tatishvili, Tamar Korkotashvili, Nika Shanava
Conceived and directed by: David Chikhladze
Camera: Iva Chitidze
Site-specific project: Words Words Words -Time -by Detu Jintcharadze and Mariam Natroshvili
Art Villa Garikula

The project was implemented within the framework of Tbilisi Online Biennale, 2020


ახალი საუკეთესო მარტივი ცხოვრება (პომპეის ფრესკებს) - ნაპოვნი წარწერა რეციკლირების დიდი შავი ცელოფნის ტომარაზე - თეატრის ამჟამინდელი სამუშაოს სათაური და კონცეფციაა, რომელიც დაიწყო რიჩარდ ფორმანის დღიურებით. ტექსტის ზოგიერთი ფრაგმენტი დეკონსტრუირებული და გადატანილი იქნა მოძრაობის ფრაგმენტებში და კვლავ შეიკრიბა ახალი ფორმებისა და მნიშვნელობების მისაღებად. სცენოგრაფიულად ნაწარმოები განისაზღვრება ყოველდღიური ან ზედაპირული მგრძნობელობისთვის, კაბარეს მსუბუქი და მარტივი მიზანსცენებით, შოპინგ მოლის ყოველდღიური მზა სამოსის ესთეტიკის გამოყენებით.

მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი მუშაობს რელატივისტური სინთეტიკის პლატფორმაზე. ის იღებს საგნებს, ახდენს მათ დეკონსტრუირებას და ტვირთავს მათ სრულიად ახალი, რეციკლირებული და თავისუფალი შინაარსებით. თეატრის ჯგუფი მიმართავს კარნავალიზმისა და დიალოგის მეთოდს სხეულისა და გონების სიახლოვის მისაღწევად, მოქმედებისა და ტექსტის ურთიერთშეღწევისათვის, და ზოგჯერ ერთდროულად იყენებს ორ საპირისპირო სცენას ანდა აგრძელებს მუშაობას რეპეტიციებზე, რომლებსაც წარმოადგენს როგორც სპექტაკლებს.

მონაწილეობენ: ნუცა იაშვილი, ანა კალანდარიშვილი, ქეთო ტატიშვილი, თამარ კორკოტაშვილი, ნიკა შანავა
ავტორი და რეჟისორი: დავით ჩიხლაძე
კამერა: ივა ჩიტიძე
საგნობრივ-ორიენტირებული პროექტი: სიტყვები სიტყვები სიტყვები - დრო - დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი
არტ ვილა გარიყულა

პროექტი განხორციელდა თბილისის ონლაინ ბიენალეს ფარგლებში.


Margo Korableva Performance Theatre has been founded in 1994 in Tbilisi. In 1996, the company's workshops were represented at: Capitol City Playhouse in Austin, Texas, SKC Happy Gallery in Belgrade, Yugoslavia. In 1997-99 the theatre was working at Tbilisi State Ballet School. Since 1999, the theater's work platform has been featured at various venues in New York, such as: Collective:Unconscious, Theater Et Al, Chocolate Factory. In 2008, Margo Korableva Performance Theatre worked on the basis of the Tbilisi State Theater Institute. In 2015, the International Culture Lab, New York after cooperation with Margo Korableva Performance Theatre, established the annual Coney Island Ritual Cabaret Festival for Experimental and Physical Theater. Since 2020, Margo Korableva Performance Theatre has been working on the basis of the Theatre and Film Georgia State University.

Founding Artistic Director – David Chikhladze
Artistic Director – Nutsa Iashvili
Company Managing Director – Ana Kalandarishvili

მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი დაარსდა1994 წელს თბილისში. 1996 წელს კომპანიის ვორკშოპები წარმოდგენილი იქნა: ქეპიტოლ სითი პლეიჰაუზში(ოსტინი, ტეხასი), ჰეფი გალერიში (ბელგრადი, იუგოსლავია). 1997-99 წლებში თეატრი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ბალეტის სკოლაში. 1999 წლიდან თეატრის სამუშაო პლატფორმა წარმოდგენილი იქნა ნიუ-იორკის თეატრებში: Collective:Unconscious, Here Arts, Theater Et Al, Chocolate Factory.

2008 წელს მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ბაზაზე. 2015 წელს ნიუ-იორკის საერთაშორისო კულტურის ლაბორატორიამ მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრთან თანამშრომლობის შედეგად დააფუძნა თანამედროვე ექსპერიმენტიული და ფიზიკური თეატრის ყოველწლიური ფესტივალი “კონი აილენდის რიტუალური კაბარე“. 2020 წლიდან მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი მუშაობას აგრძელებს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

დამფუძნებელი სამხატვრო ხელმძღვანელი - დავით ჩიხლაძე
სამხატვრო ხელმძღვანელი - ნუცა იაშვილი
თეატრის მმართველი დირექტორი - ანა კალანდარიშვილი

ვიდეოები „MARGO Performance Theatre"-ისგან