Kosta Sanikidze - ვკარგავ სიმშვიდეს (Live)

03/01/2021
Kosta Sanikidze-ის მიერ

Facebook: https://www.facebook.com/kosta.saniki...
Instagram: https://www.instagram.com/kosta.sanik...


***
რამდენი ფიქრი, რამდენი დარდი,
ობლად დავტოვე შენთან,
ვეღარ ვიღიმი, და ვეღარ ვთვრები,
ვეღარ ვსაუბრობ ღმერთთან,

ვკარგავ სიმშვიდეს, ღმერთს გავურბივარ,
სულში ამბოხი მახრჩობს,
ჩემი ცხოვრების ამ ნოველიდან,
ქალის სურნელი მათრობს,

ვეღარ ვვოცნებობ, მღაფავს მიზნები,
მართლა არ ვიცი რატომ,
საკუთარ თავთან ვეღარ ვიქნები,
რადგან დამტოვა მარტო,

ტყუილად მებრძვი შენ დედამიწავ,
რადგან თავიდან ვჩნდები,
და თუ კი მომკლავ, ერთ მშვენიერ დღეს,
აქ სამუდამოდ ვრჩები,

რომელი მარხვა? მშიერი ვკვდები,
მაგრამ კვლავ ვიწერ პირჯვარს,
სახრჩობელაზე ჩემი ამბოხით,
სული კვლავ ღმერთთან მიმყავს.
#kostasanikidze