გოგი თოდუა - რუხის საჯარო სკოლის დირექტორი

რუხის საჯარო სკოლის დირექტორი მიიჩნევს, რომ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ჩართვასთან ერთად, უამრავ ინფორმაციას და შესაძლებლობას სთავაზობს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. საჭიროა რესურსების სწორად შერჩევა და ცოტა მეტი ენთუზიაზმი, - გვეუბნება გოგი თოდუა, რომელსაც რუხის საჯარო სკოლაში მუშაობის 20-ზე მეტი და დირექტორობის თითქმის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. "პანდემია გამოწვევა გახდა ჩვენთვის და მთელი სამყაროსთვის. ბუნებრივია, გარკვეული ხარვეზები თან სდევს ამ ყველაფერს, თუმცა ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების ერთობლივი რეკომენდაციების გათვალისწინებითა და დახმარებით ეს ბარიერები ნელნელა დაძლევადი გახდა. რეგულაციების დაცვა - დისტანცია, დეზობარიერების შემოტანა, ხსნარების გამოყენება, თერმოსკრინინგი სკოლაში - ამ რეჟიმში მალევე გადავედით. იყო პერიოდები, როცა დისტანციურად გვიწევდა სასწავლო პროცესის წარმართვა, რასაც ახლდა პრობლემები. ერთგვარი გაუცხოების მიუხედავად ნელნელა დავრწმუნდით ყველა, რომ მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის თანამშრომლობით ამის დაძლევა შესაძლებელი იყო და არის", - ამბობს გოგი თოდუა. სრულად ნახეთ ბმულზე: https://bit.ly/3BE5ruI რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinati1059fm/

მსგავსი ვიდეოები