კულტურის სამინისტრო მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს არჩევს

კულტურის სამინისტრო მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს არჩევს. ვაკანტურ პოზიციაზე საბუთების შეტანის ვადა 12 იანვარს ამოიწურა. თეატრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კონკურსში ლია სულუაშვილი ისევ მონაწილეობს, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელად ოთხი წლის წინ დაინიშნა. კიდევ ვის უნდა ვაკანტური პოზიციის დაკავება, უცნობია. კანდიდატმა უნდა წარადგინოს ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა, მათ ჟიური განიხილავს და კულტურის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს. მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს დაინიშნება. მანამდე მის მოვალეობას დირექტორი, ირაკლი ათუნაშვილი ასრულებს. ოთხწლიანი ვადა ამოეწურა ახალციხის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსაც. ვახტანგ ქორიძე ამბობს, რომ პოზიციაზე კონკურსი კულტურის სამინისტროს ჯერ არ გამოუცხადებია.

მსგავსი ვიდეოები